როგორ გამოიყურება სააკაძის მოედანი გამწვანების შემდეგ

როგორ გამოიყურება სააკაძის მოედანი გამწვანების შემდეგ

თუ დღეს საბურთალოზე, სააკაძის მოედანთან აღმოჩნდებით, აუცილებლად შეამჩნევთ, რომ ძეგლის მიმდებარე ტერიტორია გამწვანებული და კეთილმოწყობილია. მართალია, აღდგენა მოწყობის სამუშაოები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობდა, თუმცა შედეგი ძალიან კარგი სანახავია.

მოედნის ტერიტორიის აღდგენა-მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიის 3545კვ. მეტრზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაიდგა დეკორატიული ლამპიონები.

ტერიტორიაზე დაირგო ზეთისხილი, გართხმული ღვია, ტუია, 700 ძირი ვარდი. 1212 კვ. მეტრ მიწის ფართობზე დაიგო ბალახი. ბილიკები დაფარულია დეკორატიული ქვიშით.

სამუშაოები ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შპს " მწვანე სახლმა" შეასრულა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი