"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი და ახალი გამოწვევები

"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი და ახალი გამოწვევები

"ის ზოდიაქოს 12 ნიშნიდან ასტროლოგებისთვის ყველაზე რთულად აღსაწერია. ისეთი ჯიუტია, რომ ადამიანებს უჭირთ მასთან ურთიერთობა. საოცარი წინათგრძნობა აქვს. ცვალებადი, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევა. ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია. ის კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ თევზებს. ეს კი დიპლომატ და "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტ თათია დოლიძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს 12 ნიშნიდან ყველაზე რთულად აღსაწერი თევზებია, რატომ?

- ჩემი ნიშანი ხომ ორი სხვადასხვა მიმართულებით მცურავი თევზია. ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი, ეს ხასიათზეც პირდაპირაა ასახული. ამის დასტურია ის, რომ მრავალმხრივი ინტერესი მაქვს, ძალიან ბევრი რამის კეთება შემიძლია.

- "ურჩევნია დინებას მიჰყვეს, იმის ნაცვლად, რომ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოს".

- ამაში ვერ დავეთანხმები.

- დინებას უფრო ხშირად მიჰყვები თუ საპირისპირო მიმართულებით ცურვა გჩვევია?

- მთლად ასე ცალსახად პასუხის გაცემა რთულია. მე ჩემი სქემა მაქვს. რაც ჩემს წარმოსახვას არ ემთხვევა, იმ მონაკვეთებში, რა თქმა უნდა, საპირისპიროდ ცურვას ვიწყებ. ზოგჯერ არის მომენტი, დინებას მივყვები, მაგრამ ინერტული არასდროს ვარ.

- "მუდმივად მერყეობს პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის".

- ეს თვისება ნამდვილად არის ჩემს ხასიათში. როცა პესიმიზმის მოჭარბებას ვგრძნობ, საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ. ყველა პრობლემის და წარმატების სათავე საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.

- "ისეთი ჯიუტია, ადამიანებს უჭირთ მასთან ურთიერთობა".

- ჯიუტი ვარ, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს. ზოგადად ადამიანებთან კომუნიკაციაში მარტივად შევდივარ. მარტივად ვთმობ იმ შემთხვევაში, როცა იმ კონკრეტულ ამბავს ისეთ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რომ დავიხარჯო. თუ მნიშვნელოვანია, მაშინ ამბობენ, რომ ჯიუტი ვარ.

- მაშინაც ჯიუტობ, როცა იცი, რომ ცდები?

- არა, ამ დროს შემიძლია ვაღიარო, ძალზე სამართლიანი ადამიანი ვარ.

- "ოცნებების სამყაროში ცხოვრობს, ქრონიკული მეოცნებეა".

- მიზანს უფრო დავარქმევ, ვიდრე ოცნებას. ამ ცხოვრებაზე ჩემი წარმოდგენა მაქვს. მჯერა, ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფრის გაკეთებას შეძლებს. მქონდა შემთხვევები, მეუბნებოდნენ, მიწაზე ჩამოდიო, მაგრამ მე დავუმტკიცე, რომ იმ დროს ცაში არ ვიყავი.

- შენი მეუღლე (ვაკო თურნავა) პირდაპირ ეთერს ყოველთვის ესწრება?

- ბუნებრივია, ის ჩემი დიდი გულშემატკივარია. შეიძლება კონკრეტულ სიტუაციაში, რაღაცაში არ მეთანხმებოდეს, ან მისთვის მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი რამის სწავლა და დათმობა მოგვიხდა იმისთვის, რომ ურთიერთობაში ჰარმონია გვქონოდა... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი