მეუფე პეტრე ედიშერ ქარჩავას ბრალდებებს პასუხობს

მეუფე პეტრე ედიშერ ქარჩავას ბრალდებებს პასუხობს

ადამიანი, რომელიც ერთ ბრალს სდებს სასულიერო პირს და ვერ ადასტურებს ამ ბრალეულობას, ის ითვლება, როგორც ცილისმწამებელი, ცრუ ბრალმდებელი, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ (ცაავა) საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ბრალდებების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

რაც შეეხება ედიშერ ქარჩავას განცხადებას მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის მოკვდინების შესახებ, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, "ესეც ძალიან მზაკვრული და ორაზროვანია. მისი თქმით, არათუ მან, არამედ მისმა მზაკვარმა დამკვეთმა წინასწარ გაითვალისწინეს და ამ ტერმინში უკანდასახევი, ალბათ, ჩადეს".

"პავლე მოციქული, სწავლების თანახმად, ჩვენ გვირჩევს, რომ მოვაკვდინებდეთ მუდმივად ჩვენს ვნებებს, ხორციელ მიდრეკილებებს და სულს ჩვენსას ამით ვაზეიმებდეთ და ეს მუდმივი პროცესია თითოეული ადამიანისა და მით უმეტეს, ბერ-მონაზონისა და სასულიერო პირისა. შევთხოვ უფალს, რომ ღმერთმა შემაძლებინოს საკუთარი ვნებებისა და საკუთარი სისუსტეების მოკვდინებაზე ვიდრე საკუთარი ცხოვრების ბოლომდე ვიბრძოლო და ჩემი სულის გადასარჩენად მოვაკვდინო ჩემი ხორცი. ეს არის ჩემი დამოკიდებულება და ძალიან დიდი უნამუსობაა თუნდაც ამ სიტყვის კონტექსტში, რომ მე რაღაც პატრიარქთან მიმართებაში რამენაირად გამომეყენებინა და ეს ჩანაფიქრი მქონოდა", - განაცხადა მეუფე პეტრემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მეუფე პეტრეს მიაჩნია, რომ ვინაიდან ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდნენ, "ზოგადად, შეიძლება ციანიდის თემის გადასაფარად დასჭირდეთ მათ მეუფის წინააღმდეგ იერიშის მიტანა". როგორც მან აღნიშნა, სულის ცხონებისკენ არ მიდის გზა, რომელიც გადის სიცრუესა და ცილისწამებაზე.

"შემოვიფარგლები მხოლოდ საეკლესიო სამართლით, კანონიკური სამართლით და ვიტყვი, რომ საეკლესიო კანონის სამართლის თანახმად, ადამიანი, რომელიც ერთ ბრალს სდებს სასულიერო პირს და ვერ ადასტურებს ამ ბრალულობას, ის ითვლება, როგორც ცილისმწამებელი, ცრუ ბრალმდებელი და არ აქვს უფლება სხვა ბრალდება წაუყენოს", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ორშაბათს განუცხადა, პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილს და მეუფე პეტრეს აქვთ მცდელობები, რომ უწმინდესი ჩამოაცილონ პატრიარქის ტახტს. ამასთან, ქარჩავას მტკიცებით, მეუფე პეტრეს დღესაც აქვს დაგეგმილი პატრიარქის არამხოლოდ ტახტიდან ჩამოცილება, არამედ უწმინდესის მოკვდინება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი