საპატრიარქოს განცხადება ედიშერ ქარჩავაზე: "ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის"

საპატრიარქოს განცხადება ედიშერ ქარჩავაზე: "ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის"

საქართველოს საპატრიარქო იურისტ ედიშერ ქარჩავას ბოლო პერიოდის კომენტარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"ბატონ ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული. მის მიერ განმარტებული მიზეზი ასეთი ქმედებისა არის სერიოზული, მაგრამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და საჯარო სივრცეში პირადი ინიციატივით წარმოჩენა არასწორია.

ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის, მათ შორის, არც ბატონი ედიშერისთვის, რის გამოც იგი იქნა გაფრთხილებული.

მოვუწოდებთ ყველას, პირადი ინიციატივებისაგან შეიკავონ თავი", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იმ ადამიანების ლუსტრაციას იწყებს, რომლებიც ე.წ. "ციანიდის საქმის" მხარდამჭერია და ეკლესიაში პატრიარქის მმართველობის გაუქმება სურთ. კიდევ ერთ განცხადებაში კი განმარტა, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილს და მეუფე პეტრეს აქვთ მცდელობები, რომ უწმინდესი ჩამოაცილონ პატრიარქის ტახტს. ამასთან, ქარჩავას მტკიცებით, მეუფე პეტრეს დღესაც აქვს დაგეგმილი პატრიარქის არა მხოლოდ ტახტიდან ჩამოცილება, არამედ "უწმინდესის მოკვდინება".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი