მეუფე იაკობი მედიას - ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას, რაც თქვენი საქმე არ არის, მოდით ნუ ჩაერევით

მეუფე იაკობი მედიას - ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას, რაც თქვენი საქმე არ არის, მოდით ნუ ჩაერევით

ძალიან ნიჭიერები ხართ ყველანი, ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას, რაც თქვენი საქმე არ არის, მოდით ნუ ჩაერევით, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბეში, ნინოობის დღესასწაულზე ქადაგებისას, მედიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ძალიან კარგია, რომ მასმედია ასე განვითარებულია, მაგრამ ხალხს უნდა უყვარდეს ეს არხები.

"ძალიან ნიჭიერები ხართ ყველანი, ვინც ხართ, ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას. რაც თქვენი საქმე არ არის, მოდით ნუ ჩაერევით, თორემ იცით სინამდვილეში რა ხდება. ეკლესიას მაინც ვერავინ დაამარცხებს, რაც არ უნდა ტელევიზიებით გამოვიდეთ. ჩვენს შიდა საქმეებს შიგნით გადავწყვეტთ, ჭორიკნები არ ვართ, გარეთ გამოვიდეთ და რაღაცები ვილაპარაკოთ. ნუ ჩაერევით იმიტომ, რომ თქვენც კარგად იცით სინამდვილეში რა ხდება, ისევე, როგორც ჩვენ. ყველა არხს გიყურებთ, ჩვენები ხართ, ქართველები ხართ და ის განწყობა არ მაქვს, რომელიმე ამისია, რომელიმე იმისი",- განაცხადა მეუფე იაკობმა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი