13 წლის გმირი ბიჭუნა, რომელმაც დაკარგული მოხუცი ქალი ერთი ზარით გადაარჩინა

13 წლის გმირი ბიჭუნა, რომელმაც დაკარგული მოხუცი ქალი ერთი ზარით გადაარჩინა

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-ის დეპარტამენტში პროექტის - "112-ის გმირი" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 4 მოზარდს "112-ის გმირის" წოდება მიენიჭა, 16-ს კი მადლობის სიგელი გადაეცა.

გმირებს შორის ერთ-ერთია 13 წლის გიორგი გოზალიშვილია. პატარა ბიჭმა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა. მან გორში, ქუჩაში დაკარგულ მოხუც ქალბატონს დახმარება აღმოუჩინა. გიორგიმ "112"-ში დარეკა და ოპერატორს დაკარგული ქალბატონის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ბიჭმა უცნობი ქალბატონი პოლიციის ეკიპაჟის მისვლამდე არ მიატოვა.

112 იმ ჩანაწერსაც აქვეყნებს, რომელზეც გიორგი ოპერატორს ესაუბრება და მას დაკარგული 80 წლის მოხუცის შესახებ ინფორმაციას აწვდის:

"გამარჯობა, გორიდან გაწუხებთ. ქუჩაში მივდიოდით და მოხუცი ქალი ვნახეთ, დაიკარგა მგონი... მოხუცია, 80 წლისაა. ნაცრისფერი პალტო აცვია, სასწრაფო არ ჭირდება, ცუდად არ არის. მე 13 წლის ვარ, გიორგი გოზალიშვილი" - ეუბნება ბიჭი ოპერატორს.

იხილეთ ვიდეო

გიორგის მსგავსად დააჯილდოვეს ლუკა ცხვედაძე (თბილისი), გიორგი ასკილაშვილი (რუსთავი) და მარიამ ჩხაიძე (თბილისი).

9 წლის ლუკა ცხვედაძემ "112"-ში უმცროსი ძმის - 2 წლის გაბრიელის დასახმარებლად დარეკა. სანამ უფროსები საკუთარი ძალებით შეუძლოდ გამხდარი გაბრიელის დახმარებას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ლუკამ მიიღო. ბიჭი არ დაიბნა, 112-ზე დარეკა, ოპერატორს სწრაფად მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. დღეს, ლუკას დამსახურებით, პატარა გაბრიელი თავს კარგად გრძნობს.

9 წლის გიორგი ასკილაშვილმაც 112-ზე ძმის დასახმარებლად დარეკა. მისმა უმცროსმა ძმამ თამაშის დროს თავის ტრავმა მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. გიორგიმ მაშინვე 112-ზე დარეკა, ოპერატორთან ყველა წესის დაცვით ითანამშრომლა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.

11 წლის მარიამი სახლში მარტო იყო, როცა მაღალი სიცხის გამო ცუდად გახდა. მან ამის თაობაზე მშობლებს შეატყობინა, პარალელურად კი, სანამ ისინი შინ დაბრუნდებოდნენ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და 112-ზეც დარეკა. გოგონამ ოპერატორს თავისი მდგომარეობისა და სიმპტომების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაელოდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი