რომან კაკულია ბუნებრივი აირის ტარიფზე - ალბათ უნდა ველოდოთ გარკვეულ გაძვირებას

რომან კაკულია ბუნებრივი აირის ტარიფზე - ალბათ უნდა ველოდოთ გარკვეულ გაძვირებას

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ბუნებრივ აირზე ტარიფი გაიზარდოს.

კაკულია გამოეხმაურა გაზის კომპანიების მიერ სემეკისთვის მიმართვას, რომლებიც ტარიფების გაზრდას შეეხება.

"მოლოდინი მეც ისეთი მაქვს, რომ ლოგიკა არის მათ მოთხოვნაში. უკვე ძალიან ბევრი წელია ტარიფის ზრდა არ მომხდარა. პრინციპში, იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარება იზრდება, რასაც ტარიფის ფორმირებაში აქვს მნიშვნელობა, შენიშვნა იქნება და ალბათ უნდა ველოდოთ გარკვეულ გაძვირებას. პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ რამდენად ლოგიკურია საერთოდ გაზრდა, და შემდეგ ნეგატიური ეფექტები მაქსიმალურად მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ", - განაცხადა რომან კაკულიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი