თბილისში 10 ადგილზე მრავალსართულიანი პარკინგი მოეწყობა

თბილისში 10 ადგილზე მრავალსართულიანი პარკინგი მოეწყობა

თბილისის მერიასთან, ფილარმონიასთან, ეროვნულ სტადიონთან და კიდევ შვიდ ადგილზე, დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკინგის მოსაწყობად მერია ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განუცხადა.

ნარმანიას თქმით, კომერციული თვალსაზრისით მიმზიდველი კონკრეტული ადგილები შეარჩიეს. ამჟამად სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.

"მრავალსართულიანი პარკინგების მოსაწყობად ტექნიკურ დოკუმენტაციაზე მუშობა დასრულებულია და თბილისის მერიამ ეს დოკუმენტაცია უკვე ჩაიბარა. მოხდა კონკრეტული ადგილების შერჩევა. ეს ადგილები კომერციული თვალსაზრისით შესწავლილია და ათივე ადგილი არის მიმზიდველი. ამჟამად მიმდიანრეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა 10 შერჩეული ადგილიდან სამი დაასახელა. კერძოდ, თბილისის მერიასთან, ფილარმონიასთან და ეროვნულ სტადიონთან მრავალსართულიანი პარკინგები მოეწყობა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი