პატრიარქი მრევლს კურთხევას აძლევს, დღეში რამდენჯერმე სთხოვონ დახმარება ღვთისმშობელს

პატრიარქი მრევლს კურთხევას აძლევს, დღეში რამდენჯერმე სთხოვონ დახმარება ღვთისმშობელს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, დღეში რამდენიმეჯერ სთხოვონ დახმარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.

სულთმოფენობის დღესასწაულზე წირვის შემდეგ ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა რომ, იგი მრევლს აძლევს ასევე კურთხევას, ხშირად მიიღონ ზიარება.

"მოგეხსენებათ თქვენ, რამდენად რთულია დღევანდელი დღე მთელ მსოფლიოში, რაღაც არაჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენები, ასევე ადამიანთა და სახელმწიფოთაშორის დაპირისპირებებია, ასევე, დაპირისპირებაა საქართველოში. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა, ჩვენი ვედრება. მეტი სულიერება გვჭირდება.

ჩვენ როცა გვიჭირდა, ვლოცულობდით "მოწყალებისა კარი განგვიღენ", ახლაც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეში რამოდენიმეჯერ ვთხოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას დახმარება, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ხშირად მიიღოთ წმინდა ზიარება, ეს ძალას მოგცემთ, ასევე, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე იფიქროთ სულიერებაზე, დროებით ცხოვრებაზე და მარადიულ ცხოვრებაზე. ერთ-ერთი ფილოსოფოსი ამბობს: ყველაზე დიდი ფილოსოფია არის ის, რომ ადამიანი მოემზადოს გარდაცვალებისთვის", - აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე მრევლს მისცა ლოცვა-კურთხევა, საკუთარი შთაბეჭდილებები და სულიერი განცდები ჩაიწერონ.

იხილეთ ვიდეო

მთელი ქვეყნის მასშტაბით გზებზე გადაადგილებას პატრული აკონტროლებს - ნახეთ, სად დარჩა და სად მოიხსნა შეზღუდვები საავტომობილო მოძრაობაზე

რა ხდება საქართველოს ავტომაგისტრალებზე - რეგიონალური გზები, სადაც შეზღუდვები მოქმედებს

"სახეზეა ქრონიკული დაავადებების გამწვავება" - როგორ აფასებს ლევან რატიანი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას