"ჩვენთან ბევრ მედიკამე­ნტზე ბევრად მაღალი ფასია, ვიდრე ანალო­გიურ მედიკამენტზე ევროპის სხვა ქვეყნებში"

"ჩვენთან ბევრ მედიკამე­ნტზე ბევრად მაღალი ფასია, ვიდრე ანალო­გიურ მედიკამენტზე ევროპის სხვა ქვეყნებში"

შეზღუდული კონკურენცია, ვერტიკალური მონოპოლია, მაღალი ფასები მედიკამენტებზე, წამლის დაბალი ხარისხი და ჯანდაცვაზე გაწეული მოსახლეობის­ მაღალი დანახარჯები - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათ­ვალია, რომლებსაც საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის შესწავლისას არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა წარმოა­ჩენდა. ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო "ფარმაცევტული საქმიანობის­ შესახებ" ახალ კანონპროექტს ექსპერტებისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფს აცნობს. უწყებაში საკანონმდებლო ცვლილებებზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა რამდენიმე საინტერესო დეტალი, რომლის შეფასებაც ექსპერტს ვთხოვეთ.

სერგო ჩიხლაძე, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი: - ახალ კანონზე მუშაობა ნამდვილად მიმდი­ნარეობს, თუმცა რამდენად მასშტაბური იქნება ცვლილებები, ჯერ არ გახმაურებულა და დეტალური ინფორმაცია არც კომიტეტში აქვთ. მე გამოვყოფდი რამდენიმე ძირითად გამოწვევას ამ სექტორში:

პირველი, მედიკამენტების მაღალი ფასი - ჩვენთან ბევრ მედიკამე­ნტზე ბევრად მაღალი ფასია, ვიდრე ანალო­გიურ მედიკამენტზე ევროპის სხვა ქვეყნებში ან ყოფილი საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში.

კიდევ ერთი პრობლემაა ოლიგოპოლი­ური ფარმაცევტული ბაზარი, რაც, თავის­ მხრივ, კონკურენციას ზღუდავს­ და წამლების არაბუნებრივად მაღალი საცალო­ ფასის დამკვიდრებას უწყობს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა გათავისუფლებულია დღგ-ისა და იმპორტის გადასახადისგან.

ცალკე განხილვის თემაა ხარისხის კონტროლის მექანიზმის არარსებობა. დღემდე ვერ მოხერხდა ფარმაცევტული წარმოების ე.წ. GMP (კარგი­ საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის შემუშავება.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი