გარდაბნის თბოელექტროსადგურის ელექტროსაამქროში მომხდარი ავარიის შედეგად დამწვარი მუშა გარდაიცვალა

გარდაბნის თბოელექტროსადგურის ელექტროსაამქროში მომხდარი ავარიის შედეგად დამწვარი მუშა გარდაიცვალა

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გარდაბნის თბოელექტროსადგურის ელექტროსაამქროში გასულ კვირას მომხდარი ავარიის შედეგად დამწვარი ერთ-ერთი მუშა თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.

როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორის მოადგილე გუგა ქაშიბაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, ორივე პაციენტს საკმაოდ სერიოზული დაზიანება ჰქონდა და მათგან ერთი გარდაიცვალა.

"ფაქტობრივად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმის ზღვარზე იყვნენ. სამწუხაროდ, ერთი პაციენტი გარდაიცვალა, მეორის მდგომარეობა უმძიმესი რჩება", - აღნიშნა ქაშიბაძემ.

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გარდაბნის თბოელექტროსადგურის ელექტროსაამქროში ავარიის შედეგად ორი მუშა 25 მაისს დაშავდა მათ სხეულის მძიმე დამწვრობა მიღეს. ორივე პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაში გარდაბნის საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანეს.

ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 170-ე მუხლით აღიძრა, რაც შრომის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი