პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს

პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს - აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს.

როგორც ჩუბინიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კობაიძის დანიშვნა ოფიციალურად დღეს მოხდება.

"წარდგენილია ეს ადამიანი, უკვე მუშაობს, დღეს უბრალოდ ოფიციალურად დაინიშნება. კონსულტაციები გავიარეთ, შევთანხმდით ყველა მხარესთან, მათ შორის უწმინდესთან. პატრიარქის პოზიცია იყო - თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროდ, ჩემთვის მისაღებიაო," - განაცხადა ჩუბინიძემ.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა იმით, რომ ვანო კობაიძე საპატრიარქოს ნდობით აღჭურვილის პირია.

"მოვიკითხეთ და გვითხრეს, რომ ის არის ნამდვილად სასიამოვნო და მისაღები კაცი თავისი წინა ისტორიით. რა თქმა უნდა, ის არის ნდობით აღჭურვილი პირი", - აღნიშნა ჩუბინიძემ.

პატრიარქის დაცვის უფროსი ზურაბ ბუჩუკური თანამდებობიდან 30 მაისს გათავისუფლდა. მანამდე პატრიარქის დაცვის სამსახურს სოსო ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა.

"ინტერპრესნიუსმა" გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ვანო კობაიძის კანდიდატურა განიხილებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი