კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის ვიდეომიმართვა რამდენიმე თვის წინანდელია

კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის ვიდეომიმართვა რამდენიმე თვის წინანდელია

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ბექა დვალის ინფორმაციით, კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის ვიდეომიმართვა რამდენიმე თვის წინანდელია.

როგორც ბექა დვალმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნული ვიდეოს ნახვა ოჯახისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო. ამასთან, საქართველოს ელჩი თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"ეს არის რამდენიმე თვის წინანდელი ვიდეო. ოჯახი ამის შესახებ ინფორმირებულია. არ არის ეს ახალი ინფორმაცია, არ არის ახალი ვიდეო. ჩემი მხრიდან, მსურს ყველას მოვუწოდო, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ, გააცნობიერონ ამ თემის სენსიტიურობა და ასეთი მასალის წარმოჩენით, ისე, თითქოს ეს არის ახალი ინფორმაცია... და ა.შ. ყველამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა ერთობლივად ხელი არ შევუშალოთ იმ პროცესს, რომელიც ემსახურება ჩვენი თანამემამულის ბედის გარკვევას. ასე ვართ მომართული ამ ეტაპზე, არაფერზე ჩვენი უწყება უკან არ იხევს. ყველა იმ დიპლომატიურ საშუალებას მიმართავს, რომ ჩვენი თანამემამულის ბედი გაირკვეს", - განაცხადა ბექა დვალმა.

ასევე იხილეთ: ვრცელდება ფოტოები, რომელზეც 4 თვის წინ კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავია ასახული

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ქართველი მფრინავის ვიდეომიმართვა, რომელშიც სოსო ოსორაული ამბობს, რომ მას არავინ მოუკლავს. ოსარაული ასევე ოჯახს მიმართავს.

"მეუბნებიან ჩემზე ვიღაცები ჩახოცაო. ეგ ასე არ არის, არ დაიჯეროთ. გთხოვთ არ დაიჯეროთ, მე არასდროს არავინ ჩამიხოცავს. დედა არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. კარგი "ბალღები" დაზარდეთ. ძალიან მიყვარხართ და მენატრებით", - აცხადებს სოსო ოსორაული.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ შვეულმფრენს მართავდა საქართველოს მოქალაქე სოსო ოსორაული, რომელიც მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი დაიჭრა. მან მკურნალობის კურსი ქალაქ გომაში გაიარა. სოსო ოსორაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იგი შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

წაიკითხეთ: "სოსომ სახლში სულ ორი-სამჯერ დარეკა..." - კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის მეგობრები მისი დაღუპვის ფაქტს უარყოფენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი