ვინ არიან პოლიციელები, რომლებიც ბექა ხახუბიას ავარიის გამო, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

ვინ არიან პოლიციელები, რომლებიც ბექა ხახუბიას ავარიის გამო, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი ხდება იმ პიროვნებების ვინაობა, რომლებიც, გორის გვირაბთან მომხდარ ავარიის საქმესთან დაკავშირებით, კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.

ესენია, საპატრულო პოლიციის პირველი სახაზო განყოფილების უფროსი მერაბ ძაბირაძე და ამავე სახაზო განყოფილების თანამშრომელი ზურაბ რუსიშვილი.

მერაბ ძაბირაძე შიდა ქართლში აჭარის მთავარი სამმართველოდან იყო გადმოსული.

შს სამინისტროს პრესსამსახური ოფიციალურად ადასტურებს, რომ ორი ხელმძღვანელი პირი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი, თუმცა, გვარ-სახელების დასახელებისგან თავს იკავებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელის 16 მაისს გორის გვირაბთან მოხდა, დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ვაჟი ემსხვერპლა. ბექა ხახუბია 21 წლის იყო. არსებული ინფორმაციით, ის თავად მართავდა ავტომანქანას. ცნობილია, რომ ახალგაზრდა მძღოლი სატვირთო მანქანას დაეჯახა.

წაიკითხეთ: რას ყვება ტრაილერის მძღოლი, რომელიც გორთან მომხდარი ტრაგიკული ავარიის თვითმხილველია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი