შსს-ს მოულოდნელი სიურპრიზი 20 წლის შშმ პირს - რა ოცნება აისრულა დაბადების დღეზე გიორგი ღვინიაშვილმა

შსს-ს მოულოდნელი სიურპრიზი 20 წლის შშმ პირს - რა ოცნება აისრულა დაბადების დღეზე გიორგი ღვინიაშვილმა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზაციის "ხელი ხელს" ერთ-ერთ ბენეფიციარს დაბადების დღეს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გიორგი ღვინიაშვილს თავის 20 წლის იუბილეზე დიდი ხნის ოცნება აუხდინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ორგანიზაციის - "ხელი ხელს" მხარდაჭერით, გიორგი 1 დღით პატრულ-ინსპექტორ აბესალომ კორკოტაძის მეწყვილე გახდა. იგი მთელი დღის განმავლობაში, საპატრულო ავტომანქანით, თავის მეწყვილესთან ერთად, მისთვის საოცნებო საქმეს ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსეულად ინტეგრაციას საზოგადოებაში და იცავს მათ უფლებებს.

#შინაგანსაქმეთასამინისტრო #პატრული

#ხელიხელს #დეინსტიტუციონალიზაცია

#უკანსაზოგადოებაში #Community4all #handinhand

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი