"რუსთავი2"-ში საგანგებო თათბირი დაინიშნა

"რუსთავი2"-ში საგანგებო თათბირი დაინიშნა

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ში საგანგებო თათბირი დაინიშნა, - აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებმა განუცხადეს.

მათი ნაწილი აცხადებს, რომ თათბირზე მთავარი თემა არხის გენერალური დირექტორის გადადგომის საკითხი იქნება, ნაწილი კი ამბობს, რომ ნიკა გვარამია ჯერჯერობით "რუსთავი 2"-ის შენობაში არ იმყოფება.

რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანიის შენობაში შევიდნენ გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, კომპანიის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი სააძაგლიშვილი. ასევე, კომპანიაში შევიდნენ არხის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები. შესვლამდე არხის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ზაალ უდუმაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ნიკა გვარამიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი