"რუსთავი 2"-ში საგანგებო თათბირი დასრულდა

"რუსთავი 2"-ში საგანგებო თათბირი დასრულდა

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ში თათბირი დასრულდა. კომპანიის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა, ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

არსებული ინფორმაციით, არხის თანამშრომლებთან გამართულ თათბირს არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. ასევე, ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ არხზე მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან, მათ შორის გენერალური დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, არხის ხელმძღვანელობის მხრიდან განცხადება სავარაუდოდ ხვალ დღის მეორე ნახევარში გაკეთდება.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ში არხზე მომუშავე თანამშრომლებთან თათბირი საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

ნახეთ ვიდეო: ზალიკო უდუმაშვილის ჟესტი "რუსთავი 2"-დან გამოსვლისას

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი