ნიკა გვარამიას გადაწყვეტილების შეცვლას და თანამდებობაზე დარჩენას სთხოვენ?

ნიკა გვარამიას გადაწყვეტილების შეცვლას და თანამდებობაზე დარჩენას სთხოვენ?

არაოფიციალური ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას გადაწყვეტილების შეცვლას და თანამდებობაზე დარჩენას სთხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, დილიდან გვარამიასთან მოლაპარაკება სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თუმცა საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გვარამია, ამ ეტაპზე უცნობია.

ნიკა გვარამიას მიერ არხის გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, რაც მალევე "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების ნაწილმაც დაადასტურა. როგორც მათ აღნიშნეს, გვარამიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თანამშრომლებს სპეციალურ თათბირზე გააცნო.

გავრცელებული ინფორმაციით, არხიდან წასვლის გადაწყვეტილება შესაძლოა გვარამიას პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდებოდეს, თუმცა არც "ევროპულ საქართველოში" და არც "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ადასტურებენ, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი შესაძლოა მათ რიგებს შეუერთდეს.

აღსანიშნავია, რომ არსებული ცნობით, დღეს ტელეკომპანიაში მისვლას და თათბირის გამართვას გეგმავენ არხის მფლობელები, ძმები ყარამანაშვილები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი