ზაზა ფაჩულიას ჭიდაობაში ოთხი კლივლენდელიც ვერ მოერია - რა მოხდა NBA-ს მატჩზე?

ზაზა ფაჩულიას ჭიდაობაში ოთხი კლივლენდელიც ვერ მოერია - რა მოხდა NBA-ს მატჩზე?

"გოლდენ სტეიტსა" და "კლივლენდს" შორის გამართულ, NBA-ს ფინალური სერიის მეოთხე მატჩის ერთ ეპიზოდში, ზაზა ფაჩულიამ ნამდვილი ჭიდაობა გაუმართა მეტოქე გუნდის კალათბურთელებს, ზედმეტად აქტიურ იმან შამპერტთან კი ქართველი წაკინკლავდა კიდეც.

შეხვედრის მესამე მეოთხედში "გოლდენ სტეიტის" შეტევის დროს ქართველმა ცენტრმა მეტოქის ფარიდან ბურთი მოხსნა თუ არა, უმალ "კლივლენდის" სამი კალათბურთელის გარემოცვაში აღმოჩნდა. ზაზამ წონასწორობა დაკარგა, პარკეტზე დაეცა, მაგრამ ბურთს ხელი მაინც არ გაუშვა და მეტოქეებს ჭიდაობა გაუმართა. მათგან განსაკუთრებით აქტიური სწორედ შამპერტი იყო, რომელმაც ფაჩულიას რისხვა დაიმსახურა.

საბოლოოდ სიტუაცია მსაჯებმა განმუხტეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის დროით 10 ივნისს გამართულ სერიის მეოთხე შეხვედრაში "კლივლენდმა" "გოლდენ სტეიტი" ანგარიშით 137:116 დაამარცხა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი