"სი­ძუნ­წეს იჩენს ლა­პა­რა­კი­სას და თუ შვი­ლე­ბი შინ არ არი­ან, სა­ერ­თოდ, "გა­მარ­ჯო­ბის" გა­რე­შე გარ­ბის სკა­ი­პი­დან" - რას ნა­ნობს ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნის ქმა­რი

"სი­ძუნ­წეს იჩენს ლა­პა­რა­კი­სას და თუ შვი­ლე­ბი შინ არ არი­ან, სა­ერ­თოდ, "გა­მარ­ჯო­ბის" გა­რე­შე გარ­ბის სკა­ი­პი­დან" - რას ნა­ნობს ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნის ქმა­რი

- მას მე­რე, რაც ჩე­მი ცო­ლი საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვი­და, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა. ასე მგო­ნია, აქ რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მა­ინც არა­ფე­რი გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ეტყო­ბა, ჩემ­თან და­შო­რე­ბის სხვა გზა ვერ გა­მო­ნა­ხა და გა­იქ­ცა, მი­ზე­ზად კი შვი­ლე­ბის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და... რო­ცა მითხ­რა, - გა­დავ­წყ­ვი­ტე, სა­ბერ­ძ­ნეთ­ში ან იტა­ლი­ა­ში უნ­და წა­ვი­დეო, მე­გო­ნა, ხუმ­რობ­და (რად­გან რო­ცა იგებ­და, ვი­ღაც სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­დაო, ამას გა­ნიც­დი­და და იმ ქა­ლე­ბის ქმრებს აძა­გებ­და, რომ­ლე­ბიც ცო­ლებს სა­მუ­შა­ოდ უშ­ვებ­დ­ნენ და მე­რე მათ ხარ­ჯ­ზე ცხოვ­რობ­დ­ნენ), ჰო­და, მეც ხუმ­რო­ბით­ვე ვუთხა­რი: ჰო, წა­დი, ბევ­რი ფუ­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნე და მე აქ ვი­გუ­ლა­ვებ-მეთ­ქი. ჩემს სიტყ­ვებ­ზე დი­დი რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია, მხო­ლოდ ის მითხ­რა: ის­ღა მაკ­ლია, შენს საყ­ვარ­ლებ­ში ფუ­ლი ვი­ხა­დოო. თურ­მე, ამ დროს უკ­ვე წა­სას­ვ­ლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და და მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბით, სა­ბუ­თებ­საც აგ­რო­ვებ­და... თან­ხაც მო­ი­ძია რო­გორ­ღაც, პრო­ცენ­ტი­ა­ნი ვა­ლით წა­ვი­და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში...

- თუ არ გინ­დო­დათ, რომ წა­სუ­ლი­ყო და ფიქ­რობ­დით, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც არ გი­ჭირ­დათ ისე ძა­ლი­ან, რომ ერ­თ­მა­ნე­თის­გან შორს ყოფ­ნა ამის გა­მო მა­ინც აგე­ტა­ნათ, რა­ტომ არ შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დე­გეთ?

- შე­ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე, მაგ­რამ ვინ და­მი­ჯე­რა? უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ამ­ბა­ვია, ვა­ლიც ავი­ღე და რომ არ წა­ვი­დე, მძი­მედ და­აწ­ვე­ბა ეს ვა­ლი ჩვენს ოჯახ­სო. მარ­თა­ლიც იყო ამ მხრივ. პრო­ცენ­ტი­ა­ნი ვა­ლის გა­დახ­და და წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი ფუ­ლი ოჯახს სა­ძირ­კ­ველს ისე­დაც გა­მო­აც­ლი­და... მე­რე შვი­ლებ­მაც მთხო­ვეს, - დამ­შ­ვიდ­დი, ვალს გა­ის­ტუმ­რებს, ცო­ტა­ო­დენ ფულს იშო­ვის, რომ ამო­ვი­სუნ­თ­ქოთ და დაბ­რუნ­დე­ბა, ცო­ლი არ­სად გა­გექ­ცე­ვა, თქვენს 22-წლი­ან ურ­თი­ერ­თო­ბას დან­გ­რე­ვა არ ემუქ­რე­ბაო. თან დამ­ცი­ნეს, - კა­ცი ცოლს ასე მის­ტი­რო­დეს, პირ­ვე­ლად ვნა­ხე­თო. იმ დროს ჩე­მი უფ­რო­სი შვი­ლი მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო, შუ­ა­თა­ნა სკო­ლას ამ­თავ­რებ­და, უმ­ც­რო­სი მეცხ­რე კლას­ში გახ­ლ­დათ... რო­ცა წა­ვი­და, თავს ვიმ­შ­ვი­დებ­დი, რომ მაქ­სი­მუმ, სამ წელ­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და, მაგ­რამ მას მე­რე 9 წელ­ზე მე­ტი გა­ვი­და და ცოლს მხო­ლოდ ინ­ტერ­ტე­ნის წყა­ლო­ბით თუ ვხე­დავ, მა­ში­ნაც, ჩემ­თ­ვის სიტყ­ვა არ ემე­ტე­ბა, სი­ძუნ­წეს იჩენს ლა­პა­რა­კი­სას და თუ შვი­ლე­ბი შინ არ არი­ან, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ერ­თოდ, "გა­მარ­ჯო­ბის" გა­რე­შე გარ­ბის "სკა­ი­პი­დან"... მე მას ისევ ვე­ლო­დე­ბი და თან მტან­ჯავს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა.

- ის ამის სა­ფუძ­ველს გაძ­ლევთ?

- იმა­ზე მე­ტი სა­ფუძ­ვე­ლი რა უნ­და იყოს, რომ ჩემ­თან ლა­პა­რა­კი არ უნ­და? ეტყო­ბა, აღარ ვუყ­ვარ­ვარ. ისე, რომ ვყვა­რე­ბო­დი, ჩე­მი სიტყ­ვა მის­თ­ვის ფა­სე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და და თა­ვის დრო­ზე არ მი­მა­ტო­ვებ­და. ახ­ლა ლა­პა­რა­კიც ეზა­რე­ბა ჩემ­თან, გა­ურ­ბის ყვე­ლა დას­მულ კითხ­ვას. იცის, რომ მი­სი ერ­თ­გუ­ლი ვარ და ამის­თ­ვის მად­ლო­ბა ერ­თხე­ლაც არ უთ­ქ­ვამს. ამას წი­ნათ ხუმ­რო­ბა ვცა­დე, რო­დის ბრუნ­დე­ბი? იცო­დე, მეც კა­ცი ვარ და შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მეს მი­ვე­პა­რო-მეთ­ქი. იცით, რა მი­პა­სუ­ხა? - კი, ბა­ტო­ნო, შე­გიძ­ლია, ცო­ლიც შე­ირ­თოო. რომ გავ­ცეცხ­ლ­დი, გე­ხუმ­რეო, გა­ი­ცი­ნა... თან, აქე­დან რომ წა­ვი­და, ტი­პუ­რი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი იყო, შვი­ლებ­ზე გა­დამ­კ­ვ­და­რი, ახ­ლა კი კეკ­ლუ­ცო­ბა და­უწყია, მა­კი­აჟ­საც ხმა­რობს. თით­ქოს წლე­ბი კი არ აკ­ლ­დე­ბა, ახალ­გაზ­რ­დავ­დე­ბა. ცხა­დია, ეს მომ­წონს, მაგ­რამ მინ­და, ჩემ გვერ­დით იყოს საყ­ვა­რე­ლი ქა­ლი და ამის გა­მო იმე­დია, არა­ვინ გამ­კიცხავს.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, მას­თან ჩას­ვ­ლა არც ერ­თხელ არ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია ან თა­ვად არ გა­მო­გით­ქ­ვამთ ამის სურ­ვი­ლი?

- რო­გორ არა, რამ­დენ­ჯერ­მე ვუთხა­რი, თუ არ მო­დი­ხარ, მეც მანდ ჩა­მო­ვალ, ბავ­შ­ვე­ბი უკ­ვე დი­დე­ბი არი­ან და უჩე­მო­დაც გა­ი­ტა­ნენ თავს. მეც ვი­მუ­შა­ვებ და თან, ერ­თად ვიქ­ნე­ბით-მეთ­ქი. შორს და­ი­ჭი­რა, - აქ კა­ცე­ბის საქ­მე არ არის და მხო­ლოდ იმის­თ­ვის, რომ ერ­თ­მა­ნე­თი ვნა­ხოთ, 3.000 დო­ლა­რის წყალ­ში ჩაყ­რა ნამ­დ­ვი­ლად მე­ნა­ნე­ბა. ამ­დე­ნი თან­ხა რომ ვი­შო­ვო, სა­მი თვე ვი­რუ­ლად უნ­და ვიშ­რო­მო. სა­დაც აქამ­დე გავ­ძე­ლით უერ­თ­მა­ნე­თოდ, კი­დევ გავ­ძ­ლებ­თო... მაგ­რამ რო­დემ­დე? ადა­მი­ა­ნი იმის­თ­ვის ოჯახ­დე­ბა, რომ მე­ო­რე ნა­ხევ­რის ჭი­რი და ლხი­ნი გა­ი­ზა­როს, ერ­თი ალ­თას თუ იქ­ნე­ბა და მე­ო­რე ბალ­თას, ამით რა გა­მო­ვა?

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი არ სთხო­ვენ დე­დას, რომ დაბ­რუნ­დეს?

- არა, ამათ ოღონდ ფუ­ლი მი­ე­ცი და დე­და ან მა­მა რად უნ­დათ? რო­გორც კი დაბ­რუ­ნე­ბა­ზე და­ვიწყებ ლა­პა­რაკს, უფ­რო­სე­ბი მა­შინ­ვე მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, ასე რა­ტომ იქ­ცე­ვი? რა გაკ­ლიაო?.. რა მაკ­ლია და, მე­უღ­ლის გვერ­დით ყოფ­ნა მაკ­ლია, ამა­ზე დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბა კი რა უნ­და იყოს? ხმელ მჭადს შევ­ჭამ, ოღონდ კი იზო აქ იყოს - ბავ­შ­ვებს ეს არ ეს­მით. ამას წი­ნათ, ჩე­მი უფ­რო­სი შვი­ლი ჩა­ვი­და დე­და­მის­თან. მითხ­რა, რომ კარ­გად არის. ახ­ლა თვი­თო­ნაც გერ­მა­ნი­ა­ში აპი­რებს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, რად­გან იზო დაჰ­პირ­და, ოღონდ კი გზა გა­იკ­ვა­ლე და გარ­ჩე­ნო. ჩემს შვილს ფე­ხებ­ზე ჰკი­დია ყვე­ლა­ფე­რი. იმის ნაც­ვ­ლად, რომ დე­დას­თან ყოფ­ნა ყვე­ლა­ფერს ერ­ჩივ­ნოს, მხო­ლოდ ფუ­ლის ხსე­ნე­ბა­ზე უნა­თდე­ბა თვა­ლე­ბი და ახ­ლა თქვენ გე­კითხე­ბით, ასე­თი ადა­მი­ა­ნი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, კარგ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს? ჩე­მი აზ­რით, დე­და დათ­ვურ სამ­სა­ხურს უწევს შვილს და მის ცნო­ბი­ე­რე­ბას რყვნის ასე­თი საქ­ცი­ე­ლით. თუ ადა­მი­ანს ნი­ჭი აქვს, ფუ­ლის გა­რე­შეც შეძ­ლებს მიზ­ნის მიღ­წე­ვას, აი, რო­გორც ჩე­მი უმ­ც­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დე­დას, ჩე­მი არ იყოს, სულ იმას უჩი­ჩი­ნებს, დრო გა­დის, დე­დის სით­ბო მაკ­ლია. ჩა­მო­დი, არ მინ­და შე­ნი არა­ფე­რიო... 30 წლის კა­ცი კი, კი­დევ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე ფიქ­რობს, იმის ნაც­ვ­ლად, რომ იმუ­შა­ოს. ეზა­რე­ბა ხე­ლის გან­ძ­რე­ვა, რად­გან ფუ­ლი ისე­დაც მოს­დის...

- უკ­ვე შვი­ლიშ­ვი­ლიც უნ­და გყავ­დეთ, წე­სით...

- კი, შუ­ა­თა­ნა გო­გო­ნა გათხო­ვი­ლია. ბრწყინ­ვა­ლე ოჯახ­ში მოხ­ვ­და. დე­და­მი­სი მის ქორ­წილ­საც არ დას­წ­რე­ბია და ეს არის საქ­მე? ეს არის ცხოვ­რე­ბა? სა­ჩუქ­რე­ბით კი აავ­სო ორი­ვე და საგ­ზუ­რიც "ჩა­ა­ხუ­ტა" თაფ­ლო­ბის თვის გა­სა­ტა­რებ­ლად, მაგ­რამ დე­დის გვერ­დით ყოფ­ნა, მი­სი რჩე­ვე­ბი ხომ და­აკ­ლ­და? ახ­ლა თა­ვა­დაც ორი შვი­ლის დე­დაა და ხში­რად ამ­ბობს, - ნე­ტა იცო­დეთ, რო­გორ მაკ­ლია იზოო. თუმ­ცა, აქამ­დე მა­საც არაფ­რად მი­აჩ­ნ­და დე­დის საზღ­ვარ­გა­რეთ ყოფ­ნა, პი­რი­ქით, ამით ამა­ყობ­და კი­დეც... მხო­ლოდ ნა­ბო­ლა­რას ეს­მის ჩე­მი... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი