ინვესტიცია მათთვის, ვინც წარმატებულ მომავალს გეგმავს

ინვესტიცია მათთვის, ვინც წარმატებულ მომავალს გეგმავს

21-ე საუკუნის გლობალურ პრობლემებს შორის ეკოლოგიას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება წელიწადში სამი მილიონი ნაადრევი სიკვდილის გამომწვევი მიზეზია, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემების გამო კი, მსოფლიო ეკონომიკა ყოველწლიურად 5 ტრილიონ დოლარს კარგავს.

აღნიშნული ზარალი მსოფლიოს განვითარების ტემპის თანმდევი პროცესი გახდა. თანამედროვე მეცნიერულ-ტექნოლოგიური მიღწევები სანაცვლოდ სწორედ დაბინძურებული გარემოს, განსაკუთრებით, ჰაერის სახით ითხოვენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მსოფლიო განვითარების ტენდენცია უკვე მაქსიმალურად ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და პროდუქციაზე.

ეს მსოფლიოში... საქართველოში კი სიტუაცია სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებით მწვავეა. აქ მსოფლიოს უახლესი მიღწევები შედარებით გვიან შემოდის. დღეს, როცა განვითრებული ქვეყნები ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების აქტიურ წარმოება-მოხმარებაზე გადადიან, საქართველოში კვლავაც მოუგვარებელია ავტოტრანსპორტის ტექნიკური შემოწმების საკითხი და ქვეყანაში არსებული ავტოპარკის დიდი ნაწილი ექსპლუატაციისთვის, ფაქტობრივად, უვარგისია.

როგორც ცნობილია, თბილისში ავტოტრანსპორტი ნახშირბადის მონოქსიდისა და აზოტის ოქსიდების ემისიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. აღნიშნული დამაბინძურებლების (CO და NOx) მიხედვით, ავტოტრანსპორტის წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევებში 62-78%-ს შეადგენს. დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოყოფას ხელს უწყობს, როგორც ავტომობილის ტექნიკური პრობლემები, ისე საწვავის დაბალი ხარისხი.

გასათვალისწინებელი და საყურადღებოა, რომ დაბინძურებული გარემო და ჰაერი პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ბუნებრივია, იზრდება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების რიცხვიც. შესაბამისად საუბარია იმაზე, რომ თბილისში სისხლძარღვებისა და ქრონიკული დაავადებების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა.

დაბინძურებული ჰაერისგან თავის დაღწევა თბილისელების ყოველდღიური საზრუნავი გახდა. National Democratic Institute-ის (NDI) გამოკითხვის თანახმად, თბილისის მოსახლეობას გარემოს დაბინძურება ყველაზე მეტად აწუხებს. კითხვაზე, რა არის კეთილმოწყობასთან, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, თბილისელთა 38%-მა გარემოს დაბინძურება დაასახელა.

ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის გამო თბილისში საცხოვრებელი უბნების პრიორიტეტულობაც იცვლება. ადგილობრივ მომხმარებელს გაუჩნდა ახალი მოთხოვნები, შეიცვალა მათი გემოვნება, ქცევის ტენდენციები და პრეფერენციები უძრავის ქონების შეძენასთან დაკავშირებით. თუ რამდენიმე წლის წინ ვაკე ყველაზე მოთხოვნადი უბანი იყო, ახლა მას დიღომი უსწრებს წინ. ეს არის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ახალი, პერსპექტიული და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა უბანი.

ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული მშენებლობის ”მაქრო ქონსთრაქშენის” პროექტის Green Diamond-ის მშენებლობა სწორედ დიდ დიღომში მიმდინარეობს. ”მაქრო ქონსთრაქშენის” გენერალური დირექტორის მოადგილის ოღუზ ქაან ქარაერის განმარტებით, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის ადგილის შერჩევისას პრიორიტეტი ეკოლოგია, სიმწვანე და სუფთა ჰაერი იყო. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრში ურბანიზაციის პრობლემაა და არ არის საკმარისი ადგილი ისეთი მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის, როგორიც „მწვანე ალმასია“. სწორედ ეს ხედვაა ”მაქრო ქონსთრაქშენის” მთავარი მოტივატორი და აქედან გამომდინარეობს მათი სლოგანიც ”მდგრადობა არის მომავალი”.

„ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ დიღმის არჩევა იყო. ის ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა უბანია თბილისში“, - აღნიშნა ოღუზ ქარაერმა.

Green Diamond-თან ერთად დიდი დიღმის საუკეთესო პროექტებს შორის არის ტექნიკური უნივერსიტეტიც. ეს იქნება ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი უნივერსიტეტი, რომელიც ამ ადგილ-მდებარეობის ღირებულებას კიდევ უფრო აწევს. უბანში გაიზრდება მოთხოვნა ბინებზე როგორც ყიდვის, ისე ქირის მიმართულებით, რადგან უნივერსიტეტში ისწავლიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუდენტები.

ეკოლოგიური სისუფთავის პარალელურად, დიღომი პრესტიჟულობითაც გამოირჩევა. აქ ვილის ტიპის მრავალი საცხოვრებელი სახლი შენდება. კიდევ ერთი უპირატესობაა ისაა, რომ უბანში კარგად განვითარებული სავაჭრო და სამედიცინო ინფრასტრუქტურაა. აქაა თბილისის პირველი დიდი სავაჭრო ცენტრი Tbilisi Mall, ასევე ჰიპერმარკეტი ”გუდვილი” და რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება.

უძრავი ქონების ექსპერტების განმარტებით, დიღომი მართლაც გახდა დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, პრესტიჟული და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა უბანი. ეჭვი აღარაა, რომ ამ ლოკაციაზე შეძენილი უძრავი ქონება ნამდვილად ღირებული ინვესტიცია გახდა.

იხილეთ ვებგვერდი

sponsored by ContentRoom

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი