"გაზის ტარიფი ზაფხულში გაიზრდება"

"გაზის ტარიფი ზაფხულში გაიზრდება"

მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გაზის ტრანსპორტირებაში ჩართულია სამი საშუ­ამავლო კომპანია - "გაზექსპორტი", "სოკარ ჯორჯია გაზი" და "სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი".­ მათ საზღვრის შემდეგ უნდა უზრუნველყონ გაზის მიწოდება გაზგამანაწილებელი კომპანიებისთვის. ამ კომპანიებს შორის ერთი დაფუძნებულია 2008 წელს, მეორე - 2011-ში. წილების ნაწილს აზერბაიჯანული მხარე ფლობს, ნაწილი კი ოფშორში რეგისტრირებულ მფლობელებს ეკუთვნის და მათი ვინაობა უცნობია

მომავალი თვიდან გაზის ტარიფის გაზრდა იგეგმება. ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა გაზის გამანაწილებელი კომპანიების განაცხადებზე და გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. ტარიფის ზრდის მიზეზად ენერგოკომპანიები ლარი-დოლარის კურსის ცვლილებასა და მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ასახელებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2005 წლის შემდეგ გაზის ტარიფის გადახედვა არ მომხდარა.­ მმართველ გუნდშიც არ უარყოფენ, რომ ტარიფის ზრდა მოსალოდნელია, თუმცა სპეციალისტების ნაწილის აზრით, გაძვირების ობიექტური მიზეზი არ არსებობს, მით უფრო იმ ფონზე, როცა საზღვრიდან მომხმარებლამდე გაზის ფასი ხელოვნურად იზრდება.

თემურ ჭიჭინაძე, ენერგეტ­იკოსი: "გაზის გაძვირებისგან მომხმარებელთა უფლებებს ვეღ­ა­­რავინ დაიცავს, რადგან ეს ის სფეროა, რომელიც 10 წელია­ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციაში სრულ­ად აღარ შედის. არსებობს ენერგეტიკის­ მინისტრის 2007 წლით დათარიღებული ბრძანება, რომლის თანახმად, მონოპოლიური ბაზრის პირობებში­ გაზის მიწოდების აბსოლუტურად ალოგიკური დერეგულირ­ება მოხდა. შედეგად ის მივიღეთ, რომ ბუნ­ებრივი აირის საც­ალო და საბითუმო ფასი (გარდა­ საყოფაცხოვრებო მომხმარებლის რეგულირებადი ნაწილისა და თბოელექტროსადგურებისა) დერეგულირებულია და ყველა სხვა მომხმარებელს ტარიფის დადგენის გარეშე, მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული ფასით მიეწოდება; ხოლო იმ ნაწილში, სადაც ტარიფი­ სემეკის მიერ რეგული­რდება, დარწმუნებული ვარ, უკვე მიღებულია პოლიტიკური გად­აწყვეტილება ტარიფის ზრდ­ის თაობაზე. ამიტომაც გვაჩვევენ სამთავრობო უწყებები, რომ გაზის გაძვირება გარდაუვალია და არავინ ლაპარაკობს იმ რეალურ ვითარებაზე, რომელიც წლებია ამ სფეროში არსებობს. ეს კორუფციული სქემაა ჩვენი მოქალაქეების, მცირე და საშუალო, დიდი ბიზნესისა და ზოგადად, ეკონომიკის საზიანოდ. კორუფციული სქემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა, დღესაც წარმატებით მუშაობს, ხოლო მილიონებს, რომელიც ამ კორუფციული გარიგებით ერთეულების ჯიბეში ილექება, ისევ საქართველოს მოსახლეობა იხდის.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი