"ოჯახის თითოეული წევრი ვდგავართ საშიშროების წინაშე, რომ რომელიმემ თვითმკვლელობით დაასრულოს ცხოვრება" - სასტუმრო "არმაზის" მეპატრონის და

"ოჯახის თითოეული წევრი ვდგავართ საშიშროების წინაშე, რომ რომელიმემ თვითმკვლელობით დაასრულოს ცხოვრება" - სასტუმრო "არმაზის" მეპატრონის და

ქობულეთში, სასტუმრო "არმაზის" გარდაცვლილი მეპატრონის, ზაზა ართმელაძის და, ლია ართმელაძე ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც ძმის სიკვდილში სახელმწიფო სტრუქტურებს ადანაშაულებს.  ართმელაძე მათი ოჯახის გაუსაძლის პირობებზეც საუბრობს და ამბობს, რომ "თითოეული წევრი დგას იმ საშიშროების წინაშე, რომ თვითმკვლელობით დაასრულოს ცხოვრება".

"2015 წლის 10 მაისს ქობულეთში მდებარე სასტუმრო "არმაზში" (ე.წ. ხასანას სასტუმრო) გაჩენილ ხანძარს რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის "სიხარული-2" სამი მოზარდი, 10 წლამდე ბავშვები ემსხვერპლა. აღნიშნულ საქმეზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მიუხედავად იმისა რომ ქორეუგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელს გოგი მარღანიასა და მის 2 დამხმარეს ჰყავდათ წამოყვანილი აჭარაში გასტროლებზე ბავშვები, რომლებიც მშობლებმაც და მასწავლებელებმაც უყურადღებოდ დატოვეს, პროკურატურამ აღნიშნულ საქმეში დაადანაშაულა ჩემი ანუ ართმელაძეების ოჯახი და 2015 წლის ნოემბერში დაკავებული იქნა ჩემი ძმა - ზაზა ართმელაძე, როგორც სასტუმროს მეპატრონე და დირექტორი. თუმცა სინამდვილეში უძრავი ქონება, სადაც ხანძარი მოხდა მის სამ შვილზე რეგისტრირდება, რომლიდანაც ერთი მცირეწლოვანია. მას გულგრილობასა და დაუდევრობაში სდებდნენ ბრალს. პროკურატურა ხანძრის პირველი დღიდან არ მალავდა ჩემი ოჯახის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას.

ეს მტრული დამოკიდებულება უფრო გაააღრმავა საქართველოს ექს-პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლამ, რომელმაც საუბარში პირდაპირ მიუთითა, რომ დამნაშავეები ვიყავით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს თვჯდომარემ დავით მამისეიშვილმა კი ზაზა ართმელაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რაც ისედაც განადგურებული ოჯახისთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმა იყო. მის პატიმრობას ჩვენი ოჯახის მხრიდან მოყვა შიმშილობა, საპროტესტო აქციები, რომელსაც ვხემძღვანელობდი მე - ლია ართმელაძე. დავით მამისეიშვილმა, რომელიც ვთვლი რომ არის უღირსი მოსამართლე, სასამართლო პროცესზე გაგვიცხადა, რომ მამუკა ახვლედიანის გამო ჩემს ძმას არ გამოუშვებდა ციხიდან. მამუკა ახვლედიანი(ახლო ნათესავი) იმ დროისათვის საქართველოში არსებული ყველაზე დიდი სასამართლოს- თბილისის საქალაქო სასამართოს თავჯმდომარე იყო. პირადად მე მოსამართლე დავით მამისეიშვილის მისამართით გამოითქვი უამრავი საყვედური და პროტესტი(სასამართლოს წინ, საპროტესტო აქციების საშუალებით).

ჩემი ოჯახი არ ერიდებოდა სიმართლის საჯაროდ გამოცხადებას. მოგვიანებით როცა მამუკა ახველდიანი უსამართლოდ გათავისუფლებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომერეობიდან, ჩემი ძმა გათავისუფლეს პატიმრობიდან, თუმცა როგორც პიროვნება განადგურებული იყო.

ჩემი ოჯახი ტურისტული ბიზნესის განვითარებისთვის სარგებლობდა ბანკის საკრედიტო რესურსით და წლების განმავლობაში პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პირობას. ხანძრის გამო ოჯახმა ვერ შევძელით გაგვეგრძელებინა სესხის დაფარვა. პირველივე დღიდან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ბანკთან, მაგარამ უშედეგოდ. "პროკრედიტ ბანკმა" საქმე განსახილველად გადასცა სასამართლოს. იმ სასამართლოს, რომლის თავჯმდომარეც დავით მამისეიშვილია. სწორედ მისი წყალობით მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მან სრულად დააკმაყოფილა "პროკრედიტ ბანკის" მოთხოვნა, გადაგვეხადა 200,000 აშშ დოლარი- ძირი თანხა და 130,000 აშშ დოლარი 10 წლის განმოავლობაში მისაღები საპროცენტო სარგებელი. წინააღმდეგ შემთვევაში ქონება დაუყონებლივ აღსრულებაზე უნდა წასულიყო. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ არ გაითვალისწინა ფორსმაჯორუილი სიტუაცია, რასაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება, რომელიც ბანკსა და შპს "არმაზს" შორის იყო გაფორმებული. სამაგიეროდ, გაითვალისწინა დავით მამისეისვილის თხოვნა და კიდევ უფრო დაუმძიმა ოჯახს მდგომარეობა.

ხანძრის დღიდან დღემდე ოჯახი გაუსაძლის პირობებში აგრძელებს ცხოვრებას. აჭარის მთავრობას რამდენჯერმე მივმართეთ თხოვნით მაგრამ უშედეგოდ. ქობულეთის გამგბელმა სულხან ევგენიძემ პირად საუბარში გაგვიცხადა, რომ საქმის გამოძიებიდან იკვეთება ჩვენი ოჯახის დანაშაული და დახმარებას ვერ მივიღებდით. წერილში მიგვითითა, რომ ოჯახი სადაც ამ პერიოდში ცხოვრობს არის კაპიტალური და საცხოვრებლად ვარგისი. ეტყობა იმდენი განათლებაც არ გააჩნია, რომ განასხვაოს ერთი მეორისაგან.

ჩვენი ოჯახის დევიზი იყო ოჯახის სიყვარული, სიწმინდე და თავდაუღალავი შრომა, რამაც სახალხოდ ვაცხადებ რომ რეალობაში ჩვენი სახელმწიფოს სათავეში მყოფი მაღალჩინოსნების არაკეთილგანწყობა გამოიწვია. სახელწიფოს ყველა რგოლი ეს იქნება პროკურატურა, მილიცია, სასამართლო თუ აჭარის მთავრობა არ მალავს ამ მტრულ დამოკიდებულებას დღემდე. სახელმწიფოსთან ჩვენი ოჯახის ბრძოლა ჯერ კიდევ ადრე დაიწყო ზღვისპირას მდებარე კაფე-ბარის გამო, ჯერ ასლან აბაშიძე გვედავებოდა, მერე მიხიელ სააკაშვილი და ახლა არსებული მთავრობა. სწორედ მათი მხირდან არსებული ზეწოლის გამო იძულებული გავხდი საზღვარგარეთ წავსულიყავი და ჩემი სიმართლე უცხოურ მედიამდე მიმეტანა. ხმამაღლა ვაცხადებ რომ ჩემი ძმა ზაზა ართმელაძე მათ ანუ სახელმწიფო სტრუქტურების ასეთმა ერთიანმა მოქმედებამ მიიყვანეს თვითმკვლელეობამდე. ის ჰყავდათ მუდმივ სტრესში (ყოველ კვირაში იმართებოდა ხან ბანკის და ხან გარდაცვილი ბავშვების საქმესთან დაკავშირებული პროცესი).

ჩემს ძმასთან ჩემი ბოლო საუბარი იმით დამთავრდა, რომ პირდაპირ მიმითითა, არ ჩამოვიდე უცხოეთიდან და ჩემი სიმართლე ამ უცხო ქვეყანაში ვეძიო. პირადად მე დაბრუნების შემთხვევაში იცოდა, რომ მელის იგივე ბედი, რაც მან იგემა. სახლემწიფოსთან ბრძოლა ძალიან ძნელია, მაგარმ მეც და ჩემი ოჯახის თითოეული წევრი დღეს დგას იმ საშიშროების წინაშე, რომ კიდევ რომელიმე ოჯახის წევრმა თვითმკვლელობით დაასრულოს ცხოვრება. "ვინ იქნება შემდეგი?"- ასე განაცხადა ერთერთი გარდაცვლილი ბავშვის მშობლმა სატელევიზიო გამოსვლით. მან ასევე მიუთითა, რომ არ იცის ასეთი ვინ მტერი ყავს ართმელაძეების ოჯახს სახელმწიფოს მხრიდან და რომ მათი შვილები გამოიყენეს ამ ოჯახის გასანადგურებლად, ხოლო ხანძარი კი სპეციალურად მოწყობილია. დანარჩენი საზოგადოებამ თავად განსაჯოს. დღეს ჩემს ოჯახს ანადგურებენ და ხვალ ვის გაანადგურებენ არავინ იცის", - ნათქვამია წერილში.

ქობულეთში მდებარე სასტუმრო "არმაზის" ერთ-ერთი მფლობელი, რომელშიც ორი წლის წინ გაჩენილ ხანძარს რუსთავის ცეკვის ანსამბლის სამი წევრი ემსხვერპლა, გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ზაზა ართმელაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი