"ეს გამარჯვება არის საქართველოსთვის!" - ზაზა ფაჩულიას ემოციური მიმართვა შვილთან ერთად NBA-ს ჩემპიონობის შემდეგ

"ეს გამარჯვება არის საქართველოსთვის!" - ზაზა ფაჩულიას ემოციური მიმართვა შვილთან ერთად NBA-ს ჩემპიონობის შემდეგ

ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია!

ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა", თბილისის დროით 13 ივნისს, დილით, ოკლენდში გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა (BAA: 1947, NBA: 1956, 1975, 2015, 2017).

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით.

ქართველი კალათბურთელი გამარჯვების შემდეგ ფეისბუქ-ლაივში ჩაერთო და "გოლდენ სტეიტის" ზეიმის ამსახველი კადრები და ემოციები გაუზიარა გულშემატკივარს:

იხილეთ ზაზა ფაჩულიას ვიდეომიმართვა

"სასწაული გრძნობა არის! ამდენი შრომა ამდენი ოფლი ამდენი ვარჯიში იმისთვის, რომ მოგვეგო ჩემპიონობა, გავხდით მსოფლიო ჩემპიონები! ყველას ვულოცავ, ჩემ გულშემატკივრებს და რაც მთავარია, ეს გამარჯვება არის საქართველოსთვის. იმედია, ეს მოტივაცია იქნება საქართველოსთვის, ითამაშებენ კალათბურთს და ეს დასაწყისი იყოს, იმედია კიდევ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება კალათბურთში და არამხოლოდ კალათბურთში! გილოცავ საქართველო! დიდი მადლობა ყველას რომ გვერდში მედექით, მამხნევებდით! გილოცავ საქართველო!" - ამბობს ზაზა, რომელმაც გამარჯვება კლუბის გასახდელში პატარა შვილთან საბა ფაჩულიასთან ერთად აღნიშნა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი