კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:24 / 14-06-2017
17 წლის მოსწავლის ღია წერილი განათლების მინისტრს: "ნუ შეწირავთ რამდენიმე თაობას "ველოსიპედის გამოგონებაზე" ფიქრს..."
AMBEBI.GE-ს რედაქციამ 17 წლის ბიჭის წერილი მიიღო, რომელიც იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. წერილის ადრესატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრია. იმერეთის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე, 17 წლის ბიჭი, მინისტრს თავისი სკოლის მაგალითით უყვება, რა მდგომარეობაშია საქართველოში განათლების სისტემა და იმედს იტოვებს, რომ ის ბოლო კურსდამთავრებული იქნება, რომელსაც 12 წლის განმავლობაში არაფერი მიუღია სკოლიდან:

"ბატონო მინისტრო, არ ვიცი და ალბათ არც უნდა ვიცოდე 17 წლის მოზარდმა ქართული განათლების სისტემის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, სტატისტიკა, კვლევა და ა.შ. თუმცა,
შემიძლია ერთი რამ ვთქვა: ან ქართული საგანმანათლებლო სივრცეა არაფრის მქმნელი, რეგრესული ან ჩემს სკოლაში გაიდგა ღრმად ფესვები ანარქიამ და განუკითხაობამ. მინდა, მხოლოდ ჩემი სკოლის მაგალითზე დაგანახოთ, რა მდგომარეობაშია ქართული სასწავლო გარემო.

პირველ რიგში, სკოლის ჟურნალის შევსება უბრალო ფორმალობაა "გენ-ინსპექციისთვის" თვალის ასახვევად, რომელთა სტუმრობისთვის რამდენიმე დღით ან კვირით ადრე ემზადებიან. სხვა დროს ჟურნალი ქაღალდის უსარგებლო გროვაა. გაცდენების აღრიცხვა არ ხდება და ამას ჩვენთვის "ხელის შეწყობით" ხსნიან (სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!).
საშუალო კლასებში ბულინგი, ჩაგვრა, დაცინვა ჩვეულებრივი მოვლენაა. "ქურდული" მენტალიტეტის მქონე მოსწავლეების ავტორიტეტი დღითიდღე იზრდება და მეტი მოზარდი ცდილობს მათ რიგებს შეუერთდეს, მათ იდენტურად მოიქცნენ და იფიქრონ. თუმცა, რა გასაკვირია, როცა იმავე იდეოლოგიის პატივისმცემელი, სკოლის ადმინისტრაციასა და დამხმარე პერსონალშიც მრავლად არიან. მასწავლებლის მწყობრიდან გამოყვანა, გაკვეთილის ჩაშლა, ახლის შემეცნებით დაინტერესებული მოსწავლისთვის "შკოლნიკის" შერქმევა, სკოლის ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის დაზიანება, კლასებს შორის ორთაბრძოლების გამართვა დერეფანში და ასე უსასრულოდ - ყველაფერ ამას მოსწავლეები არათუ აკეთებენ,- კარგ ტონადაც ითვლება უკვე. ამას თან ერთვის უმოქმედო და უმაქნისი სკოლის ადმინისტრაცია, რაც ალბათ მათი ზემდგომის არაფრისმაქნისობითაა გამოწვეული. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა ზღვაში წვეთია. ყველაფრის აღწერა და გადმოცემა შეუძლებელია.

მე არაფერი მითქვამს მასწავლებლებზე: ისინი ისეთივე მსხვერპლნი არიან არსებული სასწავლო გარემოსი, როგორიც მოსწავლე. ზემოთ აღწერილი ანარქიის წიაღში, მასწავლებელი უძლურია რაიმე შეცვალოს და განათლების ეფექტიანობაზე გავლენა იქონიოს. თუმცა, თუ ზოგიერთი ამას ახერხებს, ეს მათ გმირულ თავდადებასა და პასუხისმგებლობაზე მიუთითებს სამშობლოს წინაშე. ამ წერილის დაწერა არავის მხილების სურვილმა ან რამე მსგავსმა მაიძულა. მომართვა გადამაწყვეტინა გულისწყვეტამ და სინანულმა, რომ ამ სკოლაში გატარებული 12 წლის განმავლობაში ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა და მისი ოდნავი გამოსწორებაც კი ჩემს ძალებს რამდენჯერმე აღემატებოდა. გული მწყდება, რომ ასეთ გარემოში მოუწევს თაობებს სწავლა.

გული მტკივა, რომ უკვე IX კლასელი ბავშვიც ხვდება, რომ სკოლა უპერსპექტივობის და უბრალოდ, დროის მოკვლისა და ვალდებულების მოხდის მანქანაა და თითოეულ დღეს ითვლიან, როდის მოშორდებიან ამ მოტივაციის, კრეატიულობისა და შემოქმედების მკვლელ გარემოს. ეს, რა თქმა უნდა, მათ პიროვნულ განვითარებაზეც აისახება. ყველა იტყვის, მიზეზი სისტემის უმაქნისობაა და სასწრაფოდაა შესაცვლელი. მე კი გეტყვით რომ, მიზეზი მისი არასწორად აღსრულებაა. არსებული სისტემის პირობებში, სასწავლო პროცესი ისე რომ მიმდინარეობდეს, როგორც ფურცელზე წერია და მისი ყოველი ასპექტი სრულდებოდეს, შედეგი უკეთესი ექნებოდა.

ნუ შეწირავთ რამდენიმე თაობას მანამ, სანამ "ველოსიპედის გამოგონებაზე" ფიქრობთ, არსებული სისტემის პირობებშიც შეიძლება შედეგის მიღწევა - საჭიროა სასწავლო გარემოს შეცვლა, სკოლის შინაგანაწესის ფურცლიდან პრაქტიკაში გადმოტანა და ეფექტი მყისიერი იქნება. შემდეგ კი შეგიძლიათ იფიქროთ მის შეცვლაზე. მე მჯერა, რომ შევიძლიათ უშველოთ არსებულ განათლების სისტემას და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მომავალზეც იქონიოთ გავლენა.

პატივისცემით, აწ უკვე სკოლადამთავრებული"
10:49 / 16-11-2017
გელა
0
იგივე ხდება თბილის სკოლებში, ქურდული მენტალიტეტი ისევ იდგავს ფეხს ბავშვებში რაც ყველა ფეხებზე კიდია
გამოეხმაურე / 0 /
18:07 / 04-09-2017
მარტუა
0
საშინელება,საშინელება...მეგონა ეს ყველაფერი 90იანებში დარჩა.ე.ი.ხელს ვაწერთ,რომ შვილი ვერ აჯობებს მამასა... გერმაინა საფრანგეთის ომის მერე ბისმარკს ჰკითხეს_ვინ მოიგო ომიო,_ფრანგმა მასწავლებლებმაო,უპასუხა ბისმარკმა თურმე
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
კაბინეტში, სადაც მე-7 კლასის მოსწავლეებს რუსული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი უტარდებოდათ, "მოლოტოვის კოქტეილი" შეაგდო
"ვართმევთ თამაშის დროს და მოტივაციას საფრთხეს ვუქმნით"
ადამიანებს, ვისი შემოსავალიც მილიონებით განისაზღვრება, ხელი საუკეთესო სასწავლებლებზე მიუწვდება
ყველაზე რელიგიური ქვეყნების სათავეში იორდანია, იემენი, ეგვიპტე, ინდონეზია და ყატარი არიან
როგორც ვაჩეიშვილი აცხადებს, ჩხუბში საკმაოდ ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა და მიზეზი უცნობია
"არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესი და ის აუცილებლად გაგრძელდება”
"2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სადოქტოროს გასაგრძელებლად ვიყავი მომზადებული, ამ გეგმამ დროში ცოტა გადაიწია"
ჯეჯელავას განცხადებით, ახალ მინისტრს ორ მთავარ გამოწვევას უტოვებს
"დარწმუნებული ვარ, მას ექნება ძალიან წარმატებული შემდგომი ეტაპები კარიერაში"
"ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
15:05 / 19-01-2018  Image მარნეულში 12 წლის ბიჭი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა
ბიჭს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც მოახლოებული მატარებლის სიგნალი ვერ გაიგონა
22:31 / 19-01-2018  Image იტალიაში გრიპის ეპიდემიაა, რომლითაც უკვე 4 მილიონამდე იტალიელი დაავადდა
8-დან 14 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში გრიპით დაავადებული 832 ათასი პაციენტი დარეგისტრირდა
13:45 / 19-01-2018  Image პანკისის ხეობაში ახმედ ჩატაევის ცხედრის გადაცემის მოთხოვნას აღარ აპირებენ - რას ასახელებენ მიზეზად ადგილობრივები
"ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს და ეს ყველაფერი მის სახელთან არის კავშირში"
10:59 / 19-01-2018  Image არტურ კონან დოილის საყვარელი კალმების ბრენდი, რომლითაც მწერალმა არაერთი ნაწარმოები შექმნა
როგორც იქნა ჩემს ცხოვრებაში შევხვდი ისეთ საწერ-კალამს, რომელიც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს - მონათესავეა ჩემი სულისა
09:55 / 19-01-2018  Image ახალი დეტალები ყველაზე საზარელი ოჯახის შესახებ - მშობლები შვილებს აშიმშილებდნენ და ბანაობის უფლებას არ აძლევდნენ
"როდესაც პოლიცია მათ გადასარჩენად მივიდა, მსხვერპლთა უმეტესობამ არ იცოდა, რას ნიშნავდა პოლიციელი"

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49