რას ჰყვება თვითმხილველი გლდანში მომხდარ ავარიაზე

რას ჰყვება თვითმხილველი გლდანში მომხდარ ავარიაზე

გლდანში, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიზანიშვილის ქუჩაზე მომხდარი ავარიის გამო მოძრაობა შეფერხდა. ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხლველებმა განუცხადეს, ბეტონმზიდი დიდი სისწრაფით მოდიოდა, რომლის მძღოლმაც დამუხრუჭება ვერ მოასწრო და რამდენიმე მანქანას დაეჯახა. მათივე თქმით, ავარიის მიუხედავად ბეტონმზიდმა მოძრაობა კვლავ დიდი სიჩქარით გააგრძელა, რის გამოც ის კიდევ რამდენიმე მანქანას დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ბეტონმზიდის მძღოლმა მიმალვა შეძლო. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციითვე, ავარიის შედეგად დაზიანდა 5 ავტომობილი, თუმცა თვითმხილველები აცხადებენ, რომ 10-მდე მანქანაა დაზიანებული.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი