როგორ "კბენენ" ამერიკაში ზაზა ფაჩულიას NBA-ს ჩემპიონობის შემდეგ

როგორ "კბენენ" ამერიკაში ზაზა ფაჩულიას NBA-ს ჩემპიონობის შემდეგ

ზაზა ფაჩულია NBA-ს პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა, მან საჩემპიონო ბეჭედი "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში მოიპოვა, როცა მისმა გუნდმა ფინალურ სერიაში 4:1 დაამარცხა "კლივლენდ კავალიერსი".

ზაზას ტიტულმა, ბუნებრივია, ქართველი გულშემატკივრები უზომოდ გაახარა, თუმცა საინტერესოა, თუ როგორ შეხვდნენ ჩვენებურის გაჩემპიონებას ამერიკაში, იქაურ მედიასა და სოციალურ ქსელებში.

CBSSports.com-მა, რატომღაც, ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელთა იმ კატეგორიაში შეიყვანა, რომელთაც ნაკლები წვლილი ან საერთოდ არ მიუძღვით წვლილი გუნდის ჩემპიონობაში.

"ბიჭები, რომლებიც თქვენ ვერც კი აცნობიერებთ, რომ საჩემპიონო ბეჭდებს მიიღებენ". აი, რა წერია ზაზას შესახებ:

"სანამ "უორიორი" გახდებოდა, ზაზა ფაჩულია ორჯერ მოექცა ყურადღების ცენტრში. პირველად მან ყველას დაამახსოვრა თავი, როცა "ატლანტას" ფანებს მიმართა სიტყვით: Nothing Easy! Game 7 Baby! მეორედ, "დალასში" თამაშისას, მან NBA აიძულა, "ოლ სტარის" არჩევის წესები მთლიანად შეეცვალა, რადგან მთელი საქართველო ხმას აძლევდა მას "ვარსკლავებში" მოსახვედრად. წესი რომ არ შეცვლილიყო, ზაზა ითამაშებდა კიდეც იქ.

მებრძოლი ხასიათის კალათბურთელი ყოველთვის იყო ფანების სასურველი პერსონა იმ კლუბებში, სადაც ის თამაშობდა. ის კლასიკური მაგალითია ისეთი კალათბურთელის, რომლის წინააღმდეგაც თამაში გეჯავრება, მაგრამ გიხარია, როცა ის შენი თანაგუნდელია. ამ პლეი ოფშიც ორჯერ "გამოიჩინა" მან თავი, კავაი ლეონარდის ტრავმისას და იმან შამპერტთან ინციდენტის დროს.

დიახ, ის ძალზე სასიამოვნო ბიჭია, რომელიც "უორიორთან" ერთად მშობლიური ქვეყნის დროშით ზეიმობდა. ეს მართლაც საოცარი იყო და ძნელია არ გაგიხარდეს მისი წარმატება"...

მედიის წარმომადგენლები "ტვიტერში" და სოციალური მედიის სხვა საშუალებებით უფრო პირდაპირები არიან, ვიდრე სტატიებში. სამწუხაროა, მაგრამ ისინი და სხვებიც, რატომღაც, უფრო უარყოფითად შეხვდნენ ზაზას ჩემპიონობას.

"ახლა ზაზა ფაჩულიას ჩემპიონის ბეჭედი აქვს -კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ცხოვრება უსამართლოა", - წერს სპორტული ჟურნალისტი ალექს ტრუიკა.

"უყურო, როგორ თამაშობს კალათბურთს ზაზა ფაჩულია, იგივეა, რაც უსმინო ხის ხოჯით ბანჯოზე შესრულებულ მუსიკას", - ბრუს არტური Toronto Star-ის სპორტის მესვეტე განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი