ძალადობა მოსწავლეებზე, მისი შედეგები და პრევენცია - "მსგავსი ტიპის აგრესია პედაგოგიური კულტურის სიკვდილია"

ძალადობა მოსწავლეებზე, მისი შედეგები და პრევენცია - "მსგავსი ტიპის აგრესია პედაგოგიური კულტურის სიკვდილია"

სკოლებში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა საქართველოში. განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ თქვა, რომ მასწავლებლები, რომლებიც ფიზიკურ ძალადობას მიმართავენ, დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ დათხოვნილები სკოლიდან. თუმცა, ფსიქოლოგიური ძალადობაც დიდი პრობლემაა და ბავშვზე დიდ კვალს ტოვებს. რა სახის ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა სკოლებში და როგორ უმკლავდება მას სკოლის ხელმძღვანელობა, სკოლის დამფუძნებელსა და დირექტორს, გია მურღულიასა და იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ფსიქოლოგს, მარიამ შოვნაძეს ვესაუბრეთ.

გია მურღულია:

- ჩემი დირექტორობის პერიოდში მასწავლებლები ხშირად არ ძალადობდნენ მოსწავლეებზე, მაგრამ არც მთლად უმაგისობა იყო. ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც ქალ მასწავლებელს ინციდენტი მოუვიდა მოწაფესთან და ხელით შეეხო. ფორმალურად თუ მივუდგებით, ასეთი ამბის შემდეგ მასწავლებელმა სკოლა უნდა დატოვოს. ვეცადეთ, მომხდარის მიზეზები გაგვერკვია, თუმცა, ამ საქციელს არაფერი ამართლებს. მიზეზი ამაზრზენია, ფორმითაც და შინაარსითაც: მოსწავლემ მასწავლებელს უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა. მასწავლებელი მზად იყო, სკოლა დაეტოვებინა და მეც მზად ვიყავი, ბრძანებისთვის ხელი მომეწერა, თუმცა მოსწავლის მშობელი აქტიურად ჩაერთო საქმეში, მოითხოვა შეხვედრა, დაიცვა მასწავლებელი და საკუთარი შვილი გაამტყუნა. მოსაყოლად ადვილია, მაშინ კი ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. ნამდვილად ვხედავდი, რომ ადამიანურად ძალიან ძნელია, აიტანო მსგავსი შეურაცხყოფა, თუმცა არსებობს მასწავლებლის კოდექსი, რომელიც ხანდახან ადამიანურ კოდექსს ეწინააღმდეგება. 1981 წლიდან სკოლაში გაკვეთილებს ვატარებ და ასეთი შემთხვევა თავადაც მქონია.GზაPრესს

- როგორ გაუმკლავდით ამ სიტუაციას?

- ჩემი ადამიანური ღირსების ყველა ატომი მომიწოდებდა, ძალიან აქტიურად გამომეხატა ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი, მაგრამ ბოლო მომენტში თავი შევიკავე. მოსწავლეს ხელით არასდროს შევხებივარ. ამგვარი თავშეკავება ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ეს ძალიან ძვირად - ბევრ გათენებულ ღამედ დამიჯდა. ხანდახან არის სიტუაცია, როდესაც ადამიანის ღირსება სასწორზეა. ადამიანები, რომლებიც თეორიულად მსჯელობენ, სკოლაში არ შეუხედავთ და არც ბავშვის ფსიქიკას იცნობენ, არც გაკვეთილზე ქცევის ფსიქოლოგიასა და კლასის მართვის ტექნოლოგიას, ხშირად ყველას დამცველად გვევლინებიან, ვინაიდან ამას ფულისთვის აკეთებენ და არა - საქმისთვის. სკოლაში ყოველდღე იმიტომ მოვდივარ, რომ ბავშვები და ჩემი ქვეყანა მიყვარს და მინდა, მათ თავს სიკეთე იყოს.

- ინციდენტები ხშირად ხდება. სკოლის ხელმძღვანელობამ რა უნდა გააკეთოს, რომ მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს?

- ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი შემთხვევები ხდება. სკოლის ხელმძღვანელობას ჰგონია, რომ სიტუაციის ჩაკეტვა და ასეთი ამბების დაფარვა სჯობს. ეს სიმართლე არ არის. აბსოლუტური პრევენცია არ არსებობს, ვერავინ იტყვის, რომ ისე ააგებს სკოლის ცხოვრებას, რომ ინციდენტები 100%-ით გამოირიცხება.

- ცოტა ხნის წინ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამაც თქვა, რომ ყველა ასეთი მასწავლებელი სკოლიდან უნდა დაითხოვონ, ძალზე რთულია ყველა მსგავსი შეხვედრის გაგება...

- სიმართლე გითხრათ, მეც ამის მომხრე ვარ. ის შემთხვევა, რომელიც გავიხსენე, იმით დამთავრდა, რომ მასწავლებელი დავითხოვეთ, მიუხედავად იმისა, მშობელი ჩაერთო. ერთადერთი შეღავათი ის იყო, რომ რამდენიმე დღე რჩებოდა სასწავლო წლის დასრულებამდე, მასწავლებელს სკოლაში მრავალი წელი ჰქონდა გატარებული და ამას ვეცით პატივი. რამდენიმე დღით მისი დატოვების შესახებაც არ მივიღებდი გადაწყვეტილებას, ბავშვის მწარე მონანიებასა და მშობლის აქტიურ ჩარევას რომ არ ჰქონოდა ადგილი, რომელმაც თქვა, რომ მისი შვილის უკიდურესად უმსგავსო საქციელის გამო დამსახურებული მასწავლებელი სკოლიდან არ გაგვეშვა. საბოლოოდ, მე და მასწავლებელმაც ვისაუბრეთ და ისიც იმ აზრზე იყო, რომ ინციდენტის შემდეგ მისი სკოლაში დარჩენა მიზანშეწონილი აღარ იქნებოდა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი