კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:02 / 15-06-2017
რას პასუხობს ალექსანდრე ჯეჯელავა 17 წლის მოსწავლეს, რომელმაც მინისტრს ღია წერილით მიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლადამთავრებულ 17 წლის ბიჭს პასუხობს, რომელმაც მინისტრს AMBEBI.GE-ს მეშვეობით ღია წერილით მიმართა.

AMBEBI.GE-ს რედაქციამ 17 წლის ბიჭის წერილი მიიღო, რომელიც იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. სკოლადამთავრებული მინისტრს თავისი სასწავლებლის მაგალითით უყვება, რა მდგომარეობაშია საქართველოში განათლების სისტემა და იმედს იტოვებს, რომ ის ბოლო კურსდამთავრებული იქნება, რომელსაც 12 წლის განმავლობაში არაფერი მიუღია სკოლიდან.

ალექსანდრე ჯეჯელავამ AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული წერილის შინაარსს იცნობს:

"წერილს გავეცანი. ამ ადამიანისთვის, მისი წერილით თუ ვიმსჯელებთ, ყველა დამეთანხმება, რომ არაჩვეულებრივად უსწავლებიათ მის პედაგოგებს - წერაც, აზროვნებაც, არგუმენტირებაც, სოციალური ცხოვრების თავისებურებებიც. მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი პედაგოგები გვყავს საქართველოში და ასეთ ახალგაზრდებს ზრდიან", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

აქვე გთავაზობთ ამონარიდებს 17 წლის იმერელი მოსწავლის წერილიდან, რომელიც AMBEBI.GE-ზე გუშინ გამოქვეყნდა და არნახული გამოხმაურება მოიპოვა. წერილს 100-ზე მეტი კომენტარი აქვს და კომენტარების ავტორების უმრავლესობა წერილის პათოსს ეთანხმება:

"...გული მტკივა, რომ უკვე IX კლასელი ბავშვიც ხვდება, რომ სკოლა უპერსპექტივობის და უბრალოდ, დროის მოკვლისა და
ვალდებულების მოხდის მანქანაა და თითოეულ დღეს ითვლიან, როდის მოშორდებიან ამ მოტივაციის, კრეატიულობისა და შემოქმედების მკვლელ გარემოს. ეს, რა თქმა უნდა, მათ პიროვნულ განვითარებაზეც აისახება. ყველა იტყვის, მიზეზი სისტემის უმაქნისობაა და სასწრაფოდაა შესაცვლელი. მე კი გეტყვით რომ, მიზეზი მისი არასწორად აღსრულებაა. არსებული სისტემის პირობებში, სასწავლო პროცესი ისე რომ მიმდინარეობდეს, როგორც ფურცელზე წერია და მისი ყოველი ასპექტი სრულდებოდეს, შედეგი უკეთესი ექნებოდა.

ნუ შეწირავთ რამდენიმე თაობას მანამ, სანამ "ველოსიპედის გამოგონებაზე" ფიქრობთ, არსებული სისტემის პირობებშიც შეიძლება შედეგის მიღწევა - საჭიროა სასწავლო გარემოს შეცვლა, სკოლის შინაგანაწესის ფურცლიდან პრაქტიკაში გადმოტანა და ეფექტი მყისიერი იქნება. შემდეგ კი შეგიძლიათ იფიქროთ მის შეცვლაზე. მე მჯერა, რომ შევიძლიათ უშველოთ არსებულ განათლების სისტემას და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მომავალზეც იქონიოთ გავლენა", - წერს 17 წლის ბიჭი წაიკითხეთ წერილი ვრცლად

ანა მარშანია
AMBEBI.GE
16:05 / 25-06-2017
კომენსკი
1
კომბლე რომ სულელურ პასუხს გაცემდა დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ინტერესის გულისთვის გავეცანი მის პასუხს და ჩემი ეჭვი გამართლდა. ლომაიადან მოყოლებით ვაიმინისტრების ხელში მივედით განათლების დღეს არსებულ მდგომარეობამდე. ასე იქნება სანამ განათლებას სათავეში პედაგოგიკის მცოდნე მეცნიერი არ ჩაუდგება.
14:39 / 25-06-2017
ada
0
ბატონო მინისტრო ეგებ ცოტა სერიოზულად შეხედოთ ამ ფაქტს! თქვენმა ცინიზმმა წალეკა განათლება. შენი დირექტორები სკოლებს ბაზრებად აქცევენ მალე! შენ იშაყირე! მხოლოდ ქაღალდისთვის დადიან ჩვენი შვილები სკოლაში. განათლებას კი სისხლის ფასად რეპეტიტორებისგან ვყიდულობთ!
მსგავსი სიახლეები
ბავშვის აღზრდაში ოჯახთან ერთად სკოლას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია
"ღამეები არასდროს გამითენებია, თუმცა წიგნებს საკმარის დროს ვუთმობდი"
"ახალ სასწავლო წელს განათლების სამინისტრო მოსწავლეებს ძალიან ბევრ სიახლეებს სთავაზობს"
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სკოლებში სამაგიდო თამაშები დახვდებათ
განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას შემოსავალმა 43 428,17 ლარი შეადგინა
დაფინანსება 2 წლის განმავლობაში სრულად ანაზღაურებს სწავლისა და საცხოვრებლის ხარჯებს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:51 / 22-10-2017  Image თიანეთში, თამაზ მეჭიაურმა "ქართული ოცნების" კანდიდატთან 4 ხმით წააგო
ცესკოს ინფორმაციით, თიანეთის 20 უბნიდან 20–ვე დათვლილია
12:22 / 22-10-2017  Image რომელ ოლქებში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური
მერების მეორე ტურის ჩატარების მაქსიმალური ვადა 15 ნოემბერია
09:11 / 22-10-2017  Image აფხაზეთში, სავარაუდოდ, რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს - "ჩემს შვილს სხვანაირი ფეხსაცმელი ეცვა, ცხედარს სხვა აცვია"
ბოლო წლებში, აფხაზეთის ზღვისპირა ქალაქებიდან რამდენიმე გოგონა დაიკარგა
10:16 / 22-10-2017  Image კახა კალაძის სტილის ევოლუცია და უცნობი ფოტოები (+15 PHOTO)
"კახა ისე იცვამს, როგორც ნამდვილი ევროპელი მამაკაცი"
12:50 / 30-09-2017  Image ვარსკვლავები, რომლებმაც დიეტა დაივიწყეს
ერთ დროს გამხდარი გოგონას ცნობა ახლა გაგიჭირდებათ
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49