რას პასუხობს ალექსანდრე ჯეჯელავა 17 წლის მოსწავლეს, რომელმაც მინისტრს ღია წერილით მიმართა

რას პასუხობს ალექსანდრე ჯეჯელავა 17 წლის მოსწავლეს, რომელმაც მინისტრს ღია წერილით მიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლადამთავრებულ 17 წლის ბიჭს პასუხობს, რომელმაც მინისტრს AMBEBI.GE-ს მეშვეობით ღია წერილით მიმართა.

AMBEBI.GE-ს რედაქციამ 17 წლის ბიჭის წერილი მიიღო, რომელიც იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. სკოლადამთავრებული მინისტრს თავისი სასწავლებლის მაგალითით უყვება, რა მდგომარეობაშია საქართველოში განათლების სისტემა და იმედს იტოვებს, რომ ის ბოლო კურსდამთავრებული იქნება, რომელსაც 12 წლის განმავლობაში არაფერი მიუღია სკოლიდან.

ალექსანდრე ჯეჯელავამ AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული წერილის შინაარსს იცნობს:

"წერილს გავეცანი. ამ ადამიანისთვის, მისი წერილით თუ ვიმსჯელებთ, ყველა დამეთანხმება, რომ არაჩვეულებრივად უსწავლებიათ მის პედაგოგებს - წერაც, აზროვნებაც, არგუმენტირებაც, სოციალური ცხოვრების თავისებურებებიც. მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი პედაგოგები გვყავს საქართველოში და ასეთ ახალგაზრდებს ზრდიან", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

აქვე გთავაზობთ ამონარიდებს 17 წლის იმერელი მოსწავლის წერილიდან, რომელიც AMBEBI.GE-ზე გუშინ გამოქვეყნდა და არნახული გამოხმაურება მოიპოვა. წერილს 100-ზე მეტი კომენტარი აქვს და კომენტარების ავტორების უმრავლესობა წერილის პათოსს ეთანხმება:

"...გული მტკივა, რომ უკვე IX კლასელი ბავშვიც ხვდება, რომ სკოლა უპერსპექტივობის და უბრალოდ, დროის მოკვლისა და ვალდებულების მოხდის მანქანაა და თითოეულ დღეს ითვლიან, როდის მოშორდებიან ამ მოტივაციის, კრეატიულობისა და შემოქმედების მკვლელ გარემოს. ეს, რა თქმა უნდა, მათ პიროვნულ განვითარებაზეც აისახება. ყველა იტყვის, მიზეზი სისტემის უმაქნისობაა და სასწრაფოდაა შესაცვლელი. მე კი გეტყვით რომ, მიზეზი მისი არასწორად აღსრულებაა. არსებული სისტემის პირობებში, სასწავლო პროცესი ისე რომ მიმდინარეობდეს, როგორც ფურცელზე წერია და მისი ყოველი ასპექტი სრულდებოდეს, შედეგი უკეთესი ექნებოდა.

ნუ შეწირავთ რამდენიმე თაობას მანამ, სანამ "ველოსიპედის გამოგონებაზე" ფიქრობთ, არსებული სისტემის პირობებშიც შეიძლება შედეგის მიღწევა - საჭიროა სასწავლო გარემოს შეცვლა, სკოლის შინაგანაწესის ფურცლიდან პრაქტიკაში გადმოტანა და ეფექტი მყისიერი იქნება. შემდეგ კი შეგიძლიათ იფიქროთ მის შეცვლაზე. მე მჯერა, რომ შევიძლიათ უშველოთ არსებულ განათლების სისტემას და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მომავალზეც იქონიოთ გავლენა", - წერს 17 წლის ბიჭი წაიკითხეთ წერილი ვრცლად

ანა მარშანია

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ