რას მოუტანს ქართულ ბიზნესს ეროვნულ ვალუტაზე გადართვა? - ცვლილებები ბაზარზე, რომელიც 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება

რას მოუტანს ქართულ ბიზნესს ეროვნულ ვალუტაზე გადართვა? - ცვლილებები ბაზარზე, რომელიც 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება

პირველი ივლისიდან ქართული ბიზნესი ადგილობრივ ვალუტაზე უნდა გადაერთოს და მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ ლარში უნდა შესთავაზოს.

რეკლამის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში შესული ცვლილებებით კომპანიას, რომელიც ამ მოთხოვნას დაარღვევს, 5 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრება. "პირველი ივლისიდან იწყება უძრავი ქონების ლარში ფასდადება, შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სპეციალურ მარკეტინგულ კლიპებს იმისთვის, რომ მოსახლეობასა და კერძო სექტორში გავზარდოთ ცნობადობა ამ კანონმდებლობის მიმართ. არავის აქვს სურვილი, რომ კომპანიები დაჯარიმდნენ, ამიტომ, ექვსი თვე მივეცით, ჩვენ კიდევ დავიხარჯებით, რომ ამ კანონის შესახებ ცნობადობა გაიზარდოს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილი.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ცვლილება ყველა სფეროს როდი შეეხება. სახელმწიფო გარკვეულ გამონაკლისებსაც აწესებს, როდესაც უცხოურ ვალუტაში ფასდადება კანონდარღვევად არ ჩაითვლება. ეს გამონაკლისები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების პროექტშია ჩამოთვლილი და ძირითადად უცხოეთთან ფინანსურ ურთიერთობას ეხება.

ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცხადებული ცვლილებები პირველ რიგში სამშენებლო სექტორის საქმიანობაზე გავრცელდება. "ბიზნესპრესნიუსი" ამ საკითხზე დეველოპერული კომპანია "აი ჯი ეს ჯგუფის" დირექტორს - შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა:

"რა თქმა უნდა, სწრაფვა იმისკენ, რომ ლარი მყარი ვალუტა გახდეს, მისასალმებელია, მაგრამ მთავარია, საიდან დავიწყებთ. ქართულ ლარს ბაზარზე მოქმედ ფინანსურ ოპერაციებზე უფრო ადრეული სტადიები აქვს გასავლელი. სამშენებლო ბიზნესის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მშენებლობა ძირითადად დოლარში მიმდინარეობს, მაგალითად, მე, როგორც დეველოპერი, სამშენებლო პროდუქციას დოლარში შევისყიდი და შესაბამისად, რამდენჯერმე მიწევს ვალუტის კონვერტირება. დოლარში უნდა შევიძინო სამშენებლო მასალა და შემოვიტანო, სხვაგვარად ვერ ვიმუშავებ. ამ სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, რომ ამ პროდუქციას საქართველოში აწარმოებდნენ. ამ შემთხვევაში მე არ მომიწევს მისი დოლარში ყიდვა საზღვარგარეთ, რაც საქმიანობას გამიადვილებს. ეს კარგი იქნებოდა ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის, ასევე უძრავი ქონების ბაზრისთვისაც. ახლა კი, ხარჯი დოლარში მაქვს და პროდუქცია ლარში როგორ გავყიდო? - ეს კითხვა დღეს ალბათ ნებისმიერ დეველოპერს აწუხებს", - აღნიშნავს შოთა გუჯაბიძე.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი