"ი­სე­თი რამ და­მე­მარ­თა, მი­ლი­ო­ნი ქა­ლი­დან ერთს რომ ემარ­თე­ბა"

"ი­სე­თი რამ და­მე­მარ­თა, მი­ლი­ო­ნი ქა­ლი­დან ერთს რომ ემარ­თე­ბა"

ბავ­შ­ვო­ბა­ში წერ­და ჩა­ნა­ხა­ტებს, ლექ­სებს... რო­ცა საქ­მე პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ზე მიდ­გა, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა უნ­დო­და, მაგ­რამ ბო­ლოს სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე აღ­მოჩ­ნ­და. შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას ჯგუფ­ში მოხ­ვ­და და ამ ჯგუ­ფის და­ტო­ვე­ბა, აზ­რად არა­სო­დეს მოს­ვ­ლია. ხა­ტია მელ­ქა­ძე დღეს მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. იღე­ბენ ფილ­მებ­ში, სე­რი­ა­ლებ­ში... მას ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვი­სი საქ­მე. როლ­ზე ფიქ­რი და პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ა­თის ამოხ­ს­ნა, სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს.

- მას შემ­დეგ, რაც ბავ­შ­ვი გა­ვა­ჩი­ნე, სა­ღა­მო­ო­ბით წიგ­ნე­ბის წა­კითხ­ვას ხში­რად ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სულ თე­ატ­რ­ში ვარ, ხან რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მაქვს, ხან დღე­ში 3 სპექ­ტაკლს ვთა­მა­შობ.

ძალ­ზე სა­სა­ცი­ლო ორ­სუ­ლო­ბა მქონ­და, ისე­თი რამ და­მე­მარ­თა, მი­ლი­ო­ნი ქა­ლი­დან ერთს რომ ემარ­თე­ბა. ორ­სუ­ლო­ბის პირ­ვე­ლი 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მეღ­ვი­ძა, 10 წუ­თით ვერ ვი­ძი­ნებ­დი. თან იმ პე­რი­ოდ­ში და­ემ­თხ­ვა "ჰე­როკ­რა­ტი­ის" გა­და­ღე­ბე­ბი, ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი. მი­უ­ხე­და­ვად უძი­ლო­ბი­სა, ძა­ლი­ან დი­დი ენერ­გია მქონ­და, სულ კარგ ხა­ს­იათ­ზე ვი­ყა­ვი. აღარ ვი­ცო­დი, ღა­მე რა მე­კე­თე­ბი­ნა, ინ­ტერ­ნეტ­ში ხში­რად შევ­დი­ო­დი, მაგ­რამ სულ კომ­პი­უ­ტერ­თან ხომ ვერ ვიქ­ნე­ბო­დი. ღა­მის 2 სა­ა­თი­დან თა­რო­ე­ბი­დან ვი­ღებ­დი წიგ­ნებს და გა­თე­ნე­ბამ­დე ვკითხუ­ლობ­დი. ოჯახ­ში რაც კი წიგ­ნი არ­სე­ბობ­და, ყვე­ლა გა­და­ვი­კითხე. ჩე­მი ექი­მი, ცო­ტა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო. 7 თვის შემ­დეგ ღა­მე მე­ძი­ნა, მაგ­რამ მა­ში­ნაც ცო­ტა ხნით.

ის ცოდ­ნა, რო­მე­ლიც ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მი­ვი­ღე, რა­ი­მე ფორ­მით ბავ­შ­ვ­ზეც თუ გა­და­ვა, კარ­გი იქ­ნე­ბა. რა გა­საკ­ვი­რია, მაგ­რამ ჩე­მი შვი­ლიც ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რია.

მწერ­ლო­ბა­ში საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი არ მყავს. ჟან­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად ფსი­ქო­ლო­გია მი­ზი­დავს. ძა­ლი­ან მინ­და მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში ჩა­ვა­ბა­რო და ამ მეც­ნი­ე­რე­ბას ბო­ლომ­დე გავ­ყ­ვე, კვლე­ვე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებს. ადა­მი­ა­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი მიყ­ვარს, არას­დ­როს ვცდე­ბი. ყო­ველ­თ­ვის ამარ­თ­ლებს პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. ამ დროს ადა­მი­ა­ნი თა­მაშს ვერ ახერ­ხებს.

ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­მაც ჩემ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, შიო გვე­ტა­ძის "მო­ნა­ნი­ე­ბა­ა". ისიც კი მახ­სოვს, რო­გო­რი წიგ­ნი იყო, გაც­რე­ცი­ლი, მო­შავ­თეთ­რო გა­რე­კა­ნი ჰქონ­და. რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, ფილ­მი "მო­ნა­ნი­ე­ბა" ამ ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით იყო გა­და­ღე­ბუ­ლი, კითხ­ვა იმი­ტომ და­ვიწყე და ხელ­ში სულს სხვა ნა­წარ­მო­ე­ბი შემ­რ­ჩა. მა­შინ 12-13 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, იმ­დე­ნად მძაფ­რი გან­ც­დე­ბი და­მე­უფ­ლა, ნა­წარ­მო­ე­ბის კითხ­ვი­სას პირ­ვე­ლად ვი­ტი­რე.

ჩვე­ვად მაქვს, ნე­ლი კითხ­ვა მიყ­ვარს. წა­კითხუ­ლი კარ­გად უნ­და გა­ვი­აზ­რო, ზო­გი­ერთ ად­გილ­ზე ხა­ზებ­საც ვუს­ვამ, ყვე­ლა წიგნს ეტყო­ბა, რომ ჩე­მი წა­კითხუ­ლია. რაც მომ­წონს, ხელ­მე­ო­რედ ვუბ­რუნ­დე­ბი, ის ჩემ მი­ერ გა­ხა­ზუ­ლი ად­გი­ლე­ბიც კონ­კ­რე­ტულ ამ­ბებს თუ მა­შინ­დელ გან­ც­დებს მახ­სე­ნებს.

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მე­გობ­რებ­დი ნო­დარ დუმ­ბა­ძის ხა­ტი­ას­თან. მას ხელს მოვ­კი­დებ­დი და არას­დ­როს გა­ვუშ­ვებ­დი. ეს პერ­სო­ნა­ჟი თა­ვად გან­ვა­სა­ხი­ე­რე, მაგ­რამ მის­და­მი სიყ­ვა­რუ­ლი, უფ­რო ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მქონ­და, როლ­ზე რომ ვი­მუ­შა­ვე, მე­რე ხომ უფ­რო მე­ტად შე­მიყ­ვარ­და. სპექ­ტაკ­ლი, რაც უნ­და ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით იდ­გ­მე­ბო­დეს, რამ­დენ­ჯერ­მე წა­კითხუ­ლიც რომ მქონ­დეს, მას სპექ­ტაკ­ლ­ზე მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბის წინ, კი­დევ ერ­თხელ, ამ­ჯე­რად უკ­ვე სულ სხვა თვა­ლით ვეც­ნო­ბი... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი