კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:33 / 18-06-2017
რა ხდება პეკინის ქუჩაზე, იქამდე სანამ თქვენ სახლსა თუ სამსახურში შემოვლითი გზებით დადიხართ
16 ივნისიდან პეკინის ქუჩა გადაიკეტა კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. საბურთალოს მთავარი არტერიის სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა რეაბილიტაციის პროცესი სექტემბრის დასაწყისში დასრულდეს.
თბილისის მერია ავრცელებს ფოტოებს, რომელზეც ასახულია ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები. კადრებში კარგად ნაცნობი პეკინის ქუჩის ცნობა, შესაძლოა გაგიჭირდეთ კიდეც.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ოპერატიული მართვა 26 მაისის მოედანზე მოწყობილი შტაბიდან მოხდება. გზის აღდგენისა და ტროტუარის კეთილმოწყობისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რაც შეეხება მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ამას საკუთარი ხარჯებით კომუნიკაციების მფლობელი
კომპანიები უზრუნველყოფენ.
შეგახსენებთ რომ, მოძრაობა შეიზღუდა და ცალმხრივი გახდა როგორც პეკინის გამზირზე, ისე შარტავას ქუჩებზე.

რაც შეეხება ტრანსპორტის მოძრაობას, რეაბილიტაციის პერიოდში მოძრაობა ცალმხრივი იქნება შემდეგ მონაკვეთებზე:
  • პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით;
  • 26 მაისის მოედნიდან კოსტავასა და შარტავას ქუჩების გავლით ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით;
  • კანდელაკის ქუჩაზე ზურაბ ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩისკენ;
  • ჭაბუკიანის ქუჩაზე სააკაძის მოედნიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით;
  • ტაშკენტის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირიდან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით;
  • იოსებიძისა და ცაგერის ქუჩებზე პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩისკენ; ანა კალანდაძის (ბულაჩაურის) ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება პეკინის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით.
დროებითი სქემიდან გამომდინარე, ზურაბ ჟვანიას მოედნიდან პეკინის ქუჩაზე მიმავალი ავტომანქანები შეუხვევენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე და პეკინის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირის გავლით მოხვდებიან. კანდელაკის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩასვლა შესაძლებელი იქნება იონა ვაკელის ქუჩის გავლით.

შარტავას ქუჩიდან ჟვანიას მოედნის გავლით კანდელაკის ქუჩაზე შეხვევა შეიზღუდება. ამ შემთხვევაში, კანდელაკისა და ნუცუბიძის ქუჩებისკენ ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება პეკინის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით.
პეკინიდან კოსტავას ქუჩისა და სააკაძის მოედნის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად 26 მაისის მოედანზე დაშვებული იქნება მარცხნივ მობრუნება.
17:24 / 19-06-2017
მალხაზი
1
კარგი საქმე კეთდება.წარმომიდგენია რამდენი სირთულეების გადალახვა და დაძლევა მოუწევთ.წარმატებებს ვუსურვებ.
ერთი წინადადება მაქვს, ეგებ ორი მიწისქვეშა გადასასვლელიც გაეკეთებინათ:ერთი მიცკევიჩის დასაწყისში (ეკლესიის წინ) ან ცინცაძისა და პეკინის კვეთაზე,მეორე "აჭარასთან".
16:41 / 19-06-2017
კოლა
2
დაფაცურდა ნარმანია, ამდენ ხანს სად იყვნენ
მსგავსი სიახლეები
უფრო კონკრეტულად, უქმდება შემდეგი კომისიები:
კახა კალაძემ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა
ირაკლი ხმალაძეს ენერგეტიკის მინისტრად მუშაობისას კალაძის მოადგილის თანამდებობა ეკავა
PHOTO+VIDEO ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ქუჩაზე წვიმის შემდეგ იჩენდა თავს, წყლის გუბეები იყო
მისი თქმით, ეს ცალკე პროექტია და არ აქვს კავშირი პეკინის რეაბილიტაციის პროექტთან
PHOTO+VIDEO "მოვაწყობთ თანამედროვე ტიპის შშმ პირებისთვის გადასასვლელებს, გაკეთდება ახალი გაჩერებები, სკამები..."
+VIDEO: კვირის ბოლოს პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება
წურწუმიას ქუჩაზე ავტომობილები გადაადგილდებიან ორმხრივად
"მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია, უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია ჩატარდეს სხვა ლოკაციაზე"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:29 / 11-12-2017  Image მიხეილ სააკაშვილი - მოსამართლემ, მიუხედავად პირადად პრეზიდენტის ზეწოლისა, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო
"ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი"
10:24 / 11-12-2017  Image რა იწვევს ფსორიაზს და როგორ მკურნალობენ მას - "ეს დაავადება ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს"
"ფსორიაზი ამოუცნობი გენეზის დაავადებაა, მაგრამ ის განაჩენი არ არის!"
12:27 / 11-12-2017  Image ტრადიციული გართობა და ახალი პროგრამა- რა გელოდებათ „იუმორინა 2018“- ზე
ყველასათვის საყვარელი "იუმორინა" წელსაც ზრუნავს ჩვენს განწყობაზე და გვთავაზობს დაუვიწყარ კონცერტს
15:05 / 11-12-2017  Image ვინ იყო ქართველი, რომელიც ღაზას სექტორში ეკლესია-მონასტრებს აშენებდა - წმინდა მიწაზე მორიგი უნიკალური აღმოჩენის დეტალები
ისინი IV საუკუნის მეორე ნახევრიდან პალესტინაში პირველი ქართველებიც გახდნენ
17:02 / 11-12-2017  Image "არ ვარ ისეთი, ზედმეტად რომ გადაყვებიან შვილებს და აბოდებთ..." - როგორი მამაა მიხეილ ცაგარელი და რა ელით მშობლებს ძაღლის წელში
როგორ მოახერხა,  ცნობილმა ასტროლოგმა რომ შვილებთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონოდა

პოპულარული კომენტარები
და რა გიკვირთ და რატომ მოსთქვამთ? კრიმინალური მენტალიტეტის ერი ცხოვრობს კრიმინალურ გარემოში... თქვენ გააგდეთ ამ ქვეყნიდან კრიმინალთან მებრძოლი მთავრობა და მოიყვანეთ კრიმინალებთან მოსიამტკბილე ხელისუფლება... ასე არაა? ფანჯრებიდან რომ ხედავდნენ მკვლელობას ვინმემ დარეკა პოლიციაში? მოსწავლეები რომ არ აძლევენ ჩვენებას გამოძიებას? ხომ არ ჩაუშვებთ? თქვენ არ გაკიოდით მიშამ სკოლაში მანდატურები შეიყვანა არიქა შვილებს სტუკაჩებად გვიქცევენო? რაც ხალხია, ის ვითარებაა ზუსტად.. საბჭოთა კავშირში მოწინავე ქურდების რაოდენობით, ევროპაში მოწინავე და თავმოჭრილი ქურდული და ორგანიზებული დანაშაულის ნომერ პირველი ექსპორტიორი... გურიაში ყაჩაღი მამალაძის ძეგლი, ლიტერატურაში ყაჩაღები დადებითი გმირები...სკოლებში სამოქალაქო თვითშეგნების ამმაღლებელი საგნები ვერ დანერგეს, ებრძვით ხმალამოღებული... მღდელი ღმერთის სახელით ქურდობს, ერი და ბერი აბსოლუტური უმრავლესობა გაუნათლებელი და ბნელი, პროგრესისმოძულე და წარსულის აპოლოგეტი.... რატომ გიკვირთ, ან რა გიკვირთ? რა?
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49