საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია, ტექნიკური ხარვეზის გამო, 2 საათით გვიან დაიწყება

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია, ტექნიკური ხარვეზის გამო, 2 საათით გვიან დაიწყება

თბილისში საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის პროცედურა ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო. აღსაზრდელთა რეგისტრაცია 13:00 საათის ნაცვლად 15:00 საათზე დაიწყება.

„საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბოდიშს უხდის მომხმარებლებს ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული შეფერხებისათვის“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

თბილისს 3-დან 31 ივლისამდე 40 საზაფხულო ბაგა-ბაღი მოემსახურება.

საზაფხულო ბაღების სია რაიონების მიხედვით:

• გლდანის რაიონი – N153, N48, N205, N216, N186

• დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15

• ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“

• ისნის რაიონი - N202, N29, N26, N215, N182

• კრწანისის რაიონი - N51, N206

• მთაწმინდის რაიონი - N170, N152, N162

• ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80

• საბურთალოს რაიონი - N197, N171, N112

• სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45, N196, N72

• ჩუღურეთის რაიონი - N34, N5.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი