"კურიერის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი "იმედში" გადადის?

"კურიერის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი "იმედში" გადადის?

ბოლო დროს სატელევიზიო სივრცეში არაერთი ცვლილება განხორციელდა. ცვლილებები ჯერ "ტელე იმედს" შეეხო, სადაც რამდენიმე გადაცემა დაიხურა და ნაცნობი სახეები ტელეეკრანიდან გაუჩინარდნენ ("იმედის დილა, "დღის შოუ"), ახლა კი რეორგანიზაცია "რუსთავი 2"-ზე მიმდინარეობს (მოკლედ, რა ხდება "რუსთავი 2"-ში)

ცოტა ხნის წინ, "კურიერის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ლაფერაშვილმა თანამდებობა დატოვა. იგი ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ჩაანაცვლა. ჯერ კიდევ მაშინ, კულუარებში საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ლაფერაშვილმა "რუსთავი 2"-დან "იმედზე" გადაინაცვლა, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. რამდენიმე კვირის წინ, გავრცელებული ინფორმაციით, ლაფერაშვილთან ერთად არხი კიდევ სამმა ჟურნალისტმა დატოვა, მათ შორის ნატა მახვილაძემ, რომელიც 10 წელი მუშაობდა "კურიერში". ეს უკანასკნელი "იმედზე" "ქრონიკის" ეთერში უკვე გამოჩნდა. AMBEBI.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლაფერაშვილს "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ არხის პოლიტიკური ბლოკის პროდუსერობა შესთავაზა, თუმცა მისგან საბოლოოდ უარი მიიღო და სულ მალე ლაფერაშვილი საქმიანობას "იმედზე" გააგრძელებს. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, თავად გიორგი ლაფერაშვილს დავუკავშირდით. მან გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ იმედის პროგრამების დირექტორთან, მაია ჩუგოშვილთან, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თამარ ბოჭორიშვილი AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ:

ცვლილებები "იმედში" - ვინ რჩება და ვინ მიდის ტელევიზიიდან

რატომ დაიხურა "იღბლიანი ბორბალი" და რა ელის სხვა გადაცემებს "რუსთავი 2"-ზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ