"ის ბი­ჭე­ბი ჩე­მი ფან­ჯ­რე­ბის ქვეშ ბღა­ოდ­ნენ" - გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი რო­მან­ტი­კო­სი, რო­მელ­საც ქორ­წი­ლე­ბი არ უყ­ვარს

"ის ბი­ჭე­ბი ჩე­მი ფან­ჯ­რე­ბის ქვეშ ბღა­ოდ­ნენ" - გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი რო­მან­ტი­კო­სი, რო­მელ­საც ქორ­წი­ლე­ბი არ უყ­ვარს

პრო­ფე­სი­ით მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე კო­კუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დღეს სამ­სა­ხი­ო­ბო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა, არ აღი­ა­რებს, მაგ­რამ რო­გორც მივ­ხ­ვ­დი, შეყ­ვა­რებ­უ­ლია. რა აბედ­ნი­ე­რებს და რა­ტომ უწო­დებს სა­კუ­თარ თავს გა­მო­უს­წო­რე­ბელ რო­მან­ტი­კოსს? - ამ და სხვა კითხ­ვებ­ზე მსა­ხი­ობ­მა გუ­ლახ­დი­ლად გვი­პა­სუ­ხა.

- მა­მა კა­ლათ­ბურ­თე­ლი იყო, დე­და - ექი­მი-კარ­დი­ო­ლო­გია.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავს?

- არა, დე­დი­სერ­თა ვარ. თუმ­ცა, ვერ ვიტყ­ვი, რომ მშობ­ლე­ბი მა­ნე­ბივ­რებ­დ­ნენ.

- პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ ხარ, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­გიც­ნო რო­გორც მსა­ხი­ო­ბი...

- მარ­კე­ტინ­გი­სა და მე­ნეჯ­მენ­ტის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. დე­დას ხათ­რით ჩა­ვა­ბა­რე ამ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე. რამ­დენ­ჯერ­მე მქონ­და შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა პრო­ფე­სი­ით ვი­მუ­შა­ვე და ეს საქ­მე ცუ­დად ნამ­დ­ვი­ლად არ გა­მომ­დი­ო­და. თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვერ ჩა­ვა­ბა­რე, ჩა­ვი­ჭე­რი, ყო­ველ­გ­ვა­რი მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შე მი­ვე­დი გა­მოც­და­ზე და შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. თურ­მე, გა­მოც­და­ზე შეკ­რუ­ლი თმი­თა და მოკ­ლე კა­ბით უნ­და მივ­სუ­ლი­ყა­ვი, მე კი შარ­ვ­ლი­თა და გა­ჩე­ჩი­ლი თმით გა­მოვ­ცხად­დი და შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე პირ­ვე­ლი შე­ნიშ­ვ­ნა ამის გა­მო მომ­ცეს. შემ­დეგ გა­ვე­დი ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე და ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვი­რიცხე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის ოც­ნე­ბაა ლოს-ან­ჯე­ლე­სის კი­ნო­აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლა და ვი­მე­დოვ­ნებ, სურ­ვილს ავიხ­დენ. ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა სე­რი­ალ­ში - "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" მნა­ხავ­და და გა­მიც­ნობ­და, მა­ნამ­დე ვმუ­შა­ობ­დი "რუს­თა­ვი 2"-ში, სხვა­დას­ხ­ვა სე­რი­ალ­ზე. "ჩვე­ნი ოფი­სის" ბო­ლო სე­ზონ­ში მყუდ­როს მე­გო­ბარ "ბომჟ" გო­გოს გან­ვა­სა­ხი­ე­რებ­დი. ჩე­მი პირ­ვე­ლი სე­რი­ა­ლი "მე­სა­მე თა­ო­ბა" გახ­ლ­დათ, რო­მე­ლიც "პირ­ველ არ­ხ­ზე" გა­დი­ო­და.

- ბავ­შ­ვო­ბა­ში ან თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში პრინ­ც­ზე თუ გი­ოც­ნე­ბია და რო­გო­რი იყო ის შენს წარ­მო­სახ­ვა­ში?

- მგო­ნი, პრინ­ც­თან შეხ­ვედ­რა­ზე არას­დ­როს მი­ოც­ნე­ბია. თუმ­ცა, პრინ­ცე­სო­ბა კი მინ­დო­და და ამა­ზე ახ­ლაც არ ვიტყო­დი უარს (ი­ღი­მის).

- დაგ­ვი­ხა­სი­ა­თე შე­ნი თა­ვი, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი ხარ?

- სა­კუ­თარ და­დე­ბით თვი­სე­ბად შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას მი­ვიჩ­ნევ. ისე, სა­შინ­ლად მი­ა­მი­ტი და ჯი­უ­ტი ვარ, ამ თვი­სე­ბებს ვე­რა­ფე­რი მო­ვუ­ხერ­ხე.

- ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბა გაქვს?

- კი, ვფიქ­რობ, საკ­მა­ოდ ბევ­რი... ჯი­უ­ტი და მი­ა­მი­ტი რომ გახ­ლა­ვართ, ეს უკ­ვე გითხა­რი. ასე­ვე, ზარ­მა­ცი ვარ, ძი­ლი მიყ­ვარს. კი­დევ მექ­ნე­ბა რა­ღა­ცე­ბი, მაგ­რამ ასე უცებ არ მახ­სენ­დე­ბა. დი­დი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი მაქვს, მაგ­რამ თუ გავ­ბ­რაზ­დი, ჯო­ბს გა­მე­ცა­ლოთ.

- მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად, რის გა­მო გაძ­ლე­ვენ შე­ნიშ­ვ­ნას?

- მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ისე­თი გამ­ზარ­დეს, რო­გო­რიც ვარ. სამ­წუ­ხა­როდ, მა­მა გარ­და­მეც­ვა­ლა. შე­ნიშ­ვ­ნებს დე­დის­გან ძი­რი­თა­დად, სახ­ლ­ში არე­უ­ლო­ბის გა­მო ვი­ღებ­დი... ახ­ლა დი­დი გო­გო ვარ და შე­ნიშ­ვნებს აღარ, მაგ­რამ რჩე­ვებს კი მაძ­ლევს. უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის მენ­დო­ბოდ­ნენ, არას­დ­როს არა­ფერ­ში მზღუ­დავ­დ­ნენ.

- რჩე­ვებს თუ ით­ვა­ლის­წი­ნებ­დი? ერ­თსა და იმა­ვე შე­ნიშ­ვ­ნას იღებ­დი?

- ალ­ბათ, ეს უფ­რო ბავ­შ­ვო­ბა­ში მჭირ­დე­ბო­და. ახ­ლა უკ­ვე ვი­ცი, რომ დე­და ცუდს არა­ფერს მირ­ჩევს და თუ­კი მის რჩე­ვას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

- ცხოვ­რე­ბა­ში შე­ნი და­უ­დევ­რო­ბის გა­მო, ფე­ხი ხში­რად წა­მო­გიკ­რავს?

- ჩე­მი და­უ­დევ­რო­ბის გა­მო, ბევ­რ­ჯერ წა­მო­მიკ­რავს ფე­ხი... თუმ­ცა, ეს ის "წა­მოკ­ვ­რე­ბი" იყო, რო­მე­ლიც შემ­დ­გომ­ში გას­წავ­ლის, რო­გორ უნ­და მო­იქ­ცე და რა უნ­და გა­ა­კე­თო იმის­თ­ვის, რომ მსგავ­სი რამ არ გა­მე­ორ­დეს.

- ოდეს­მე, დეპ­რე­სი­ა­ში ყო­ფილ­ხარ? რამ შე­იძ­ლე­ბა მი­გიყ­ვა­ნოს ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე?

- ვა­ღი­ა­რებ, საკ­მა­ოდ დეპ­რე­სი­უ­ლი ვარ. თუმ­ცა, ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე არას­დ­როს მივ­დი­ვარ, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის კონ­ტ­რო­ლი ვერ შევ­ძ­ლო.

- რო­გო­რი ხარ, რო­ცა ბრაზ­დე­ბი?

- სა­ერ­თოდ, იშ­ვი­ა­თად ვბრაზ­დე­ბი. თუმ­ცა, არა­ვის ვურ­ჩევ, წო­ნას­წო­რო­ბა და­მა­კარ­გ­ვი­ნოს.

- ასეთ დროს რას აკე­თებ?

- აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი რას ვა­კე­თებ, არ მახ­სოვს. თუმ­ცა, სიტყ­ვა­ზე მენ­დეთ, ასეთ დროს კარ­გი არა­ფე­რი ხდე­ბა (ი­ცი­ნის).

- წყე­ნის გულ­ში ჩა­დე­ბა გჩვე­ვია?

- სხვა­თა შო­რის, არა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ტკე­ნა­საც გა­აჩ­ნია. არის რა­ღა­ცე­ბი, რა­საც ადა­მი­ანს ვერ აპა­ტი­ებ და არის წყე­ნაც, რო­მელ­საც ვერ და­ი­ვიწყებ. რაც მთა­ვა­რია, ბოღ­მის გულ­ში ჩა­დე­ბა არ ვი­ცი და არც სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და­ზე ვფიქ­რობ ხოლ­მე... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი