საქართველოში ამინდი გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში ამინდი გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 19 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდა. როგორც Ambebi.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, არამდგრადი ამინდები 22 ივნისის ჩათვლით იქნება.

"19 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 22 ივნისის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს ზოგან ქარის შკვალური გაძლიერება. საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

მისი ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 23 ივნისიდან გამოიდარებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი