რა პრობლემები შექმნა ძლიერმა წვიმამ თბილისში

რა პრობლემები შექმნა ძლიერმა წვიმამ თბილისში

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში წვიმის გამო, თბილისის მასშტაბით, 25-მდე შეტყობინება დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოში განუცხადეს, არ არიან დაშავებულები და ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია.

"შეტყობინებები ძირითადად იყო დიდუბე-ჩუღურეთიდან, გლდანი-ნაძალადევიდან და ვაკე-საბურთალოდან. დაიტბორა ეზოები და საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები, არ არიან დაშავებულები. ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოვახდინეთ. ჩვენი სამაშველო ჯგუფები დროულად გავიდნენ და განახორციელეს სამაშველო სამუშაოები. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლირებადია", - განმარტეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

იხილეთ ვიდეო: დატბორილი ეზოები და გამოძახებები სამაშველო სამსახურში - რა ხდებოდა ღამით ძლიერი წვიმის დროს თბილისში?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი