ქუთაისელმა მოსწავლემ იტალიაში 70 000-დოლარიანი სასწავლო გრანტი მოიპოვა

ქუთაისელმა მოსწავლემ იტალიაში 70 000-დოლარიანი სასწავლო გრანტი მოიპოვა

ქუთაისელმა მარიამ ერაძემ გაერთიანებული მსოფლიო კოლეჯების (UWC) იტალიის, ადრიატიკის ფილიალში 100%-იანი, 70 000 დოლარიანი სასწავლო გრანტი მოიპოვა.

დაფინანსება 2 წლის განმავლობაში სრულად ანაზღაურებს სწავლისა და საცხოვრებლის ხარჯებს.

მარიამ ერაძის თქმით, 2-წლიანი ინტერნაციონალური ბაკალავრის კურსი უნდა გაიაროს, სადაც სხვადასხვა მიმართულებიდან საგნებს თავად აირჩევს. 2 წლიანი კურსის დასრულების შემდეგ მარიამს შესაძლებლობა ექნება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელოს სწავლა.

მარიამ ერაძის თქმით, ის ტექნიკური მიმართულების არჩევას გეგმავს. მისივე თქმით, ადრიატიკის კოლეჯში მოსახვედრად რამდენიმე ეტაპი გაიარა, მათ შორის პირველი საფეხური იყო აპლიკანტის შერჩევა, შემდეგ კი სკაიპით და პირადი გასაუბრებები.

განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი