არქიმანდრიტი ბართლომე - "გუშინ გახლდით საჩხერეში, ბატონი ბიძინაც იქ გახლდათ... ჯამრთელია"

არქიმანდრიტი ბართლომე - "გუშინ გახლდით საჩხერეში, ბატონი ბიძინაც იქ გახლდათ... ჯამრთელია"

ადამიანები, რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინა ივანიშვილს და "ვენოკებით" დადიხართ, ხელმოცარული კუდიანები ხართ, - ამის შესახებ არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი "ფეისბუქში" წერს.

არქიმანდრიტი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილს გუშინ შეხვდა და ის ჯანმრთელადაა.

"იძულებული ვარ დავწერო. გუშინ გახლდით საჩხერეში, კერძოდ ჭორვილაში ციცინო ბებოს მოსანახულებლად, ბატონი ბიძინაც იქ გახლდათ. ერთად ვისადილეთ, ჯამრთელია და არაჩვეულებრივად გამოიყურება მტრების ჯინაზე. მინდა სულით ავადმყოფებს და პოტენციურ მკვლელებს ვუთხრა, დაწყნარდით, საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქრეთ. ადამიანები, რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინას და "ვენოკებით" დადიხართ, ხელმოცარული კუდიანები ხართ. უფალმა მოგკითხოთ და მოგაგოთ თქვენი სიმართლისამებრ", - წერს არქიმანდრიტი.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საზღვარგარეთ მკურნალობს. ოფიციალურად ინფორმაცია არ დასტურდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი