ბოლო ინფორმაცია გამრეკელის ქუჩიდან, სადაც მრევლი ბერი ნიკოლოზის გამოსახლებას აპროტესტებს - პოლიციელის კომენტარი ადგილიდან

ბოლო ინფორმაცია გამრეკელის ქუჩიდან, სადაც მრევლი ბერი ნიკოლოზის გამოსახლებას აპროტესტებს - პოლიციელის კომენტარი ადგილიდან

გამრეკელის ქუჩაზე, სადაც მეპატრონის მიერ ბერი ნიკოლოზის გამოსახლებას მრევლი აპროტესტებს, მცირე დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

პოლიციის ინფორმაციით, ისინი გამრეკელის ქუჩაზე სახლის მეპატრონემ გამოიძახა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის სახლში ხალხი აპირებს შეჭრას.

როგორც ერთ-ერთმა პოლიციელმა აღნიშნა, გაერკვევიან ვითარებაში, ორივე მხარეს გაესაუბრებიან და კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. "უნდა დაიწეროს განცხადება და შემოვიდეს პოლიციაში. მოქალაქემ დარეკა პოლიციაში და გვითხრა, რომ მემუქრებიან და ჩემთან შემოჭრას აპირებენ. მასაც გავესაუბრებით და შემდეგ გადაწყდება ყველაფერი. თუ მამაო კანონიერად ცხოვრობს ამ სახლში, ის აუცილებლად შევა იქ. ჩვენ ვითარებაში დღესვე გავერკვევით", - განმარტა პოლიციელმა.

ხილეთ ვიდეო: ბერი ნიკოლოზის მრევლის თვითმკვლელობის მუქარა - გამრეკელის ქუჩაზე დაპირისპირების განმუხტვას 50-მდე საპატრულო ეკიპაჯი 8 საათი ცდილობდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი