"რეზონანსი" - ეროვნული ბანკი ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს

"რეზონანსი" - ეროვნული ბანკი ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორი დღის განმავლობაში 30 მილიონი დოლარის სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზრიდან დოლარი ამოიღო.

მათი ქმედება მიუთითებს, რომ კურსის 2.40-იან ნიშნულზე დაჭერას ცდილობენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამ დროს სებ-ი ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს და მცურავი კურსის რეჟიმს უშლის ხელს.

ფინანსისტები ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ქმედებებს მეტ-ნაკლებად ეთანხმებიან, თუმცა ვითარება რომ ბუნდოვანი არ იყოს, საჭიროა მკვეთრად ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რაც სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

სებ-მა ბოლო 2 დღეში სავალუტო აუქციონების მეშვეობით ბაზრიდან 30 მლნ დოლარი ამოიღო. ეს ნიშნავს, რომ იგი სავალუტო აუქციონებში ხელოვნურად ერევა და ლარს გამყარების შესაძლებლობას არ აძლევს, რაც მისსავე გაცხადებულ "მცურავი კურსის" პოლიტიკას ეწინააღმდეგება. გამოდის, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი ცდილობენ, კურსი როგორმე მაღალ ნიშნულზე შეინარჩუნონ, რადგან ბიუჯეტი 2.50-იან მაჩვენებელზეა დაგეგმილი.

"ახალი ეკონომიკური სკოლის~ დამფუძნებელი პაატა შეშელიძე სებ-ის მოქმედებას ასე თუ ისე ამართლებს. მისი თქმით, კარგია, თუკი ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები მკვეთრად განსაზღვრული პოლიტიკის სახეს მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კურსის შენარჩუნება ვერ მოხერხდება.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი