რას ყვება დეკანოზ მამალაძის ძმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ: "მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა "ჩაეკვეხებინა" კითხვები"

რას ყვება დეკანოზ მამალაძის ძმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ: "მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა "ჩაეკვეხებინა" კითხვები"

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე პატრიარქთან შეხვედრას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ შეხვედრისას მამა დავით ჭინჭარაული დეკანოზის ოჯახის წევრებსაც და პატრიარქსაც საუბარს ხშირად აწყვეტინებდა. როგორც თორნიკე მამალაძემ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ განაცხადა, უწმინდესმა ოჯახის წევრები დალოცა და მათ იგივე გაუმეორა, რაც გერმანიიდან ჩამოსვლისას ბრძანა, რომ მამა გიორგისგან ცუდი არასდროს არაფერი გაუგია. "შეხვედრას დადებითად ვაფასებ. ვიტყვი, რომ მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა, საუბარი შეგვეწყვიტა და "ჩაეკვეხებინა" თავისი კითხვები. ხელიც კი მომისვა რამდენჯერმე ზურგზე და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქმა გაიმეორა პოზიცია, რომელიც გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ ჰქონდა. უწმინდესმა დაგვლოცა", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ. მისივე თქმით, პატრიარქმა შეხვედრისას განაცხადა, რომ "ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს დისკრედიტაციისკენ".

თორნიკე მამალაძე კვლავ იმ პოზიციაზე რჩება, რომ უწმინდესს საქმეზე სრული ინფორმაცია არ აქვს.

"პატრიარქმა გვითხრა, მამა გიორგისგან ცუდი არაფერი გამიგიაო და ეს ყველაფერი მიმართული არის საქართველოს დისკრედიტაციისკენო. საუბარს უწმინდესსაც აწყვეტინებდნენ. პატრიარქმა მოგვისმინა, მან მხოლოდ ერთი ინტერვიუ გამახსენა ჩემი, რომელიც გაზეთში დაიბეჭდა, თუმცა მეტი არაფერი უკითხავს. მეუფე იაკობმა მითხრა, რომ სრული ინფორმაცია აქვს პატრიარქს, თუმცა ამაში ეჭვი მეპარება, რადგან მას არ გასჩენია არც ერთი კითხვა ჩემს ინტერვიუებთან დაკავშირებით. ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ უწმინდესი საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი