"ეგონოთ ავად ვარ, გაიხარონ და იყვნენო…" - რას ყვება ივანიშვილების ოჯახის მეგობარი ექს-პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ეგონოთ ავად ვარ, გაიხარონ და იყვნენო…" - რას ყვება ივანიშვილების ოჯახის მეგობარი ექს-პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ინსულტი გადაიტანა და თითქოს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ვაჟმა ბერა ივანიშვილმა ამის შესახებ განცხადება გაავრცელა და ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა არ წყდება. "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინე ხვედელიძის უახლოესი მეგობარი, ნიკუშა შენგელაიას მეუღლე, ეკა ჭიჭინაძე ექს-პრემიერი მდგომარეობის შესახებ საუბრობს:

- ჭორი როგორ არ გამიგია, შეიძლება ათასი რამ ითქვას, მაგრამ ამისთვის მცირე საფუძველი მაინც ხომ უნდა არსებობს! ასეთი ჯანმრთელი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს. ყველამ იცის როგორი ცხოვრების წესიც აქვს და საიდან მოიგონეს ბიძინას ავადმყოფობა, მართლა ვერ ვხვდები... დღეს პირადად ვესაუბრე და ძალიან ბევრიც ვიცინეთ! რომ მოვიკითხე, მითხრა, ეგონოთ რომ ავად ვარ, გაიხარონ და იყვნენო…. ავადმყოფი ის ხალხია, ვინც ეს მოიგონა, სხვას ვერაფერს ვიტყვი.

ყველაფერს აქვს საზღვარი! ჩვენც ვიყავით ოპოზიციონერები, გაბრაზებულები, მაგრამ ასეთ რამეს ნამდვილად არ ვკადრულობდით!... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი