თურქეთში გარდაცვლილი მამაკაცის დედა შვილთან ბოლო საუბარს იხსენებს

თურქეთში გარდაცვლილი მამაკაცის დედა შვილთან ბოლო საუბარს იხსენებს

თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოაქალაქე წარმოშობით ქუთაისელი იყო. 36 წლის ბუნა ხოტოველი გარდაცვლილი თურქეთში გუშინ იპოვეს. გარდაცვლილის დედის, ნანა ხოტოველის თქმით, მისი შვილი ტაილანდში სემინარზე იმყოფებოდა. სემინარის დასრულების შემდეგ კი თურქეთში გადავიდა.

"ბუნა წასულიყო იყო ტაილანდში სემინარზე, ექვსში დილით წავიდა. ამერიკის დიასპორის ასოციაციამ მიიწვია სემინარზე. მეკონტაქტებოდა, როცა ჩავიდა. როგორც ჩანს, გადაიღალა. როცა სემინარი დასრულდა, დამირეკა და მითხრა, გვარიგებენ ჩვენს სახელმწიფოებშიო. პარასკევს მითხრა, ათათურქის აეროპორტში ვარო. ამის შემდეგ აღარ დაურეკავს. მითხრა, ორი დღე გამოვიძინებ, გადაღლილი ვარო. კვირას ღამის 03:00 საათზე დამირეკა, როგორ ხარო. მითხრა, რომ სასტუმრო ,,კონრადში" იმყოფებოდა. როგორც ჩანს, რამე პრობლემა ჰქონდა და არ გამიმხილა. მეეჭვა, რატომ დამირეკათქო. თურმე ყველაფერი დაუკარგავს და რა მოხდა, არ ვიცი. მერე ვურეკავდი და აღარ მიპასუხა. ბოლოს ვიღაც კაცმა აიღო, თურქულად მელაპარაკებოდა. როცა ჩემი შვილი მოვიკითხე, მითხრა, ბუნას ჩანთა გვაქვს სასტუმროში და თავად ჯერ არ მოსულაო. ვთხოვე პოლიციაში განაცხადეთთქო. ზუსტად რა მოხდა, არაფერი ვიცი... როგორც ჩანს, ქუჩაში იპოვეს", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ, ნათელა ხოტოველმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი