"ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლეს და­ე­ჯა­ხა, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა...იძახდა, ცი­ხე­ში ჯდო­მას სიკ­ვ­დი­ლი მირ­ჩევ­ნიაო" - სხვი­სი და­ნა­შა­უ­ლის­თ­ვის დას­ჯი­ლი

"ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლეს და­ე­ჯა­ხა, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა...იძახდა, ცი­ხე­ში ჯდო­მას სიკ­ვ­დი­ლი მირ­ჩევ­ნიაო" -  სხვი­სი და­ნა­შა­უ­ლის­თ­ვის დას­ჯი­ლი

და­თო, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით ექი­მია და დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებ­დ­ნენ ახალ­გაზ­რ­და დას­ტა­ქარს, ახ­ლა გზა­აბ­ნე­უ­ლი­ცაა და თავ­გ­ზა­აბ­ნე­უ­ლიც.

შვი­დი წე­ლი­წა­დი გა­ა­ტა­რა ცი­ხე­ში იმ და­ნა­შა­უ­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც არ ჩა­უ­დე­ნია და რომ­ლის გა­მოც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ცხოვ­რე­ბა და­ენ­გ­რა. არა­ფერს ინა­ნებ­და, რომ არა უმა­დუ­რო­ბა: საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა, ვის­თ­ვი­საც მან თა­ვი გას­წი­რა, ზურ­გი აქ­ცია და არა­ფე­რი გა­ა­კე­თა მი­სი ხვედ­რის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად...

33 წლის და­თო ტე­ლე­ფო­ნით დაგ­ვი­კავ­შირ­და:

- თქვე­ნი ერ­თ­გუ­ლი მკითხ­ვე­ლი ვარ. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ იყო შვე­ბა "გზის" ახა­ლი ნომ­რის ხელ­ში აღე­ბა, ოთხ კე­დელ­შუა რომ ვი­ყა­ვი გა­მო­კე­ტი­ლი და სამ­ყა­როს­თან სა­კონ­ტაქ­ტოდ სხვა არა­ფე­რი მქონ­და. ჩე­მი ამ­ბა­ვის მო­წე­რაც დი­დი ხნის წინ მინ­დო­და, მაგ­რამ თავს ვი­კა­ვებ­დი, ვიდ­რე პი­რა­დად არ გა­ვარ­კ­ვიე ყვე­ლა­ფე­რი და არ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ თა­ვი მარ­თ­ლაც, ტყუ­ი­ლად შევ­წი­რე უღირს ქალს. არ ვი­ცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე­ო­დი ახ­ლა, რო­ცა ეკას ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე და ზნე­ო­ბა და­ვი­ნა­ხე, მაგ­რამ მა­შინ წა­მი­თაც არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, ისე გა­და­ვე­ფა­რე და დი­დი ტკი­ვი­ლის­გან და­ვი­ცა­ვი...

ჩვენ თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი ვართ. ეკა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ჩა­მო­ვი­და დე­და­ქა­ლაქ­ში და მე რომ არ ამოვ­დ­გო­მო­დი მხარ­ში, ისიც კი არა­ვინ იცის, სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბას შეძ­ლებ­და თუ არა. გა­რეგ­ნუ­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი გო­გო მა­ლე­ვე შე­ვამ­ჩ­ნიე და და­ვუ­მე­გობ­რ­დი. პირ­ვე­ლი­ვე კურ­ს­ზე შე­ექ­მ­ნა საცხოვ­რე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა. ქა­ლაქ­ში ნა­თე­სა­ვე­ბი არ ჰყავ­და და სოფ­ლი­დან ქი­რის ფუ­ლი მშობ­ლებ­მა ვე­ღარ გა­მო­უგ­ზავ­ნეს. რომ გა­ვი­გე, ქუ­ჩა­ში რჩე­ბო­და, არც დავ­ფი­ქ­რე­ბულ­ვარ, ისე შევ­თა­ვა­ზე ჩვენ­თან გად­მოს­ვ­ლა - მე და დე­და ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლ­ში მარ­ტო ვცხოვ­რობ­დით. მა­მა წლე­ბის წინ წა­ვი­და მოს­კოვ­ში სა­მუ­შა­ოდ და იმ­დე­ნად კარ­გად წა­უ­ვი­და საქ­მე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წა­მოს­ვ­ლა სი­სუ­ლე­ლედ მი­აჩ­ნ­და. ჩე­მი და კი გათხოვ­და და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი ჰქონ­და. სტუ­დენ­ტებ­ზე ისე­დაც ვა­ქი­რა­ვებ­დით ორ ოთახს, მაგ­რამ ეკას­თ­ვის სიმ­ბო­ლუ­რი თან­ხაც არა­სო­დეს გა­მოგ­ვირ­თ­მე­ვია. ეგ კი არა, რომ მივ­ხ­ვ­დი, შე­მიყ­ვარ­და და ეს დე­და­მაც შე­ამ­ჩ­ნია, მე­რე უკ­ვე ანე­ბივ­რებ­და სა­ჩუქ­რე­ბი­თა და ყუ­რადღე­ბით; სა­დილ-ვახ­შამ­საც ისე ახ­ვედ­რებ­და, რო­გორც სა­კუ­თარ ქა­ლიშ­ვილს.

სიყ­ვა­რულ­ში რომ გა­მო­ვუტყ­დი, მა­შინ­ვე თა­ნა­მიგ­რ­ძ­ნო და ყვე­ლამ გა­ი­გო, რომ ოჯა­ხის შექ­მ­ნას ვა­პი­რებ­დით.

მა­მამ მან­ქა­ნა პირ­ველ­კურ­სელს მა­ჩუ­ქა და კარ­გი მძღო­ლი ვი­ყა­ვი. ეკას ხში­რად ვა­სე­ირ­ნებ­დი და რო­ცა მან­ქა­ნის მარ­თ­ვის შეს­წავ­ლა მო­ინ­დო­მა, არც ამა­ზე ვუთხა­რი უარი. თა­ვად ვუ­ტა­რებ­დი გაკ­ვე­თი­ლებს და რო­ცა დავ­რ­წ­მუნ­დი, კარ­გად აით­ვი­სა თე­ო­რია, სა­ჭეს­თა­ნაც დავ­ს­ვი და ქა­ლაქ­ში გას­ვ­ლის უფ­ლე­ბაც მი­ვე­ცი, რაც ჩე­მი ერ­თა­დერ­თი და­ნა­შა­უ­ლია... ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რ­ძე­ლო, ერ­თხე­ლაც, სა­ჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლეს და­ე­ჯა­ხა, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა...

ის­ტე­რი­კა­ში ჩა­ვარ­და. იძახ­და: ცი­ხე­ში ჯდო­მას სიკ­ვ­დი­ლი მირ­ჩევ­ნია და თავს მო­ვიკ­ლა­ვო... არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, ისე ავი­ღე სა­კუ­თარ თავ­ზე მი­სი და­ნა­შა­უ­ლი. შვი­დი წე­ლი მო­მი­სა­ჯეს. ერ­თა­დერ­თი, რაც ეკას ვთხო­ვე: დე­და­ჩე­მი არ მი­ა­ტო­ვო და სა­ნამ და­გიბ­რუნ­დე­ბით, ერ­თ­მა­ნეთს გა­აძ­ლე­ბი­ნეთ-მეთ­ქი...განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი