"მოგ­ვი­ტა­ნეს ბურ­გე­რე­ბი რო­მე­ლიც მხო­ლოდ მე შევ­ჭა­მე" - ის­რა­ე­ლის საზღ­ვარ­ზე "ჩაჭ­რი­ლე­ბი"

"მოგ­ვი­ტა­ნეს ბურ­გე­რე­ბი რო­მე­ლიც მხო­ლოდ მე შევ­ჭა­მე" -  ის­რა­ე­ლის საზღ­ვარ­ზე "ჩაჭ­რი­ლე­ბი"

გა­სუ­ლი წლის ად­რი­ან შე­მოდ­გო­მა­ზე ის­რა­ელ­ში წა­ვე­დი. იქა­ურ­თა­გან მხო­ლოდ მა­ნა­ნა და მა­რი­ნა არო­ნაშ­ვი­ლებს ვიც­ნობ­დი. ისი­ნი ქუ­თა­ის­ში გაზ­რ­დი­ლი ქარ­თ­ვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი არა­ერ­თხელ და­უმ­ტ­კი­ცე­ბი­ათ საქ­მით. მა­ნა­ნას რჩე­ვით, პირ­ველ წას­ვ­ლა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტის მოწ­მო­ბა თვალ­სა­ჩი­ნოდ მქონ­და მკერ­დ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი და საზღ­ვა­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე გა­დავ­ლა­ხე. აერო­პორ­ტ­ში მა­ნა­ნა მე­ლო­დე­ბო­და, - თუ დაბ­რ­კო­ლე­ბა იქ­ნე­ბა, და­მი­რე­კე და და­ვა­დას­ტუ­რებ, რომ არა­ლე­გა­ლად არ რჩე­ბიო. მა­შინ ეს არ დამ­ჭირ­ვე­ბია, მაგ­რამ მე­ო­რე ვი­ზიტ­ზე მა­ნა­ნას­თან გა­სა­უბ­რე­ბა­მაც ვერ მიშ­ვე­ლა: საზღ­ვ­რის გა­დაკ­ვე­თის უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს.

ძვე­ლებს უთ­ქ­ვამთ, ბრიყ­ვი სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლობს, ჭკვი­ა­ნი კი - სხვი­სა­ზეო. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტია ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის იქ­ნე­ბა ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი, ამი­ტომ მი­სი წა­კითხ­ვა სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა რო­გორც ტუ­რის­ტის­თ­ვის, ასე­ვე - შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის მსურ­ვე­ლის­თ­ვის. დე­ტა­ლებ­ში გა­გაც­ნობთ ჩე­მი "უ­იღ­ბ­ლო კრუ­ი­ზის" შე­სა­ხებ, ეპი­ზო­დუ­რად კო­მენ­ტა­რებ­საც და­ვურ­თავ.

თბი­ლი­სის აერო­პორ­ტ­ში ჩემს პას­პორტს ყა­სი­დად ჩა­ხე­დეს, რად­გან იქ თვალ­ნათ­ლივ ჩან­და, რომ არა მარ­ტო უვი­ზო მი­მოს­ვ­ლის ქვეყ­ნებ­ში ვი­ყა­ვი "პირ­ნათ­ლად" ნამ­ყო­ფი, არა­მედ - ვი­ზი­რე­ბულ­შიც. ნა­მოგ­ზა­უ­რებ ქვეყ­ნებს შო­რის იყო ის­რა­ე­ლიც. თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ბორ­ტი თით­ქ­მის სავ­სე იყო, მათ შო­რის, უმე­ტე­სო­ბა ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­ვ­ნენ, ქარ­თ­ვე­ლე­ბი კი, რო­გორც ბო­ლოს აღ­მოჩ­ნ­და, ძა­ლი­ან ცო­ტა.

სა­საზღ­ვ­რო კონ­ტ­რო­ლის ჯი­ხურ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულს, გა­მე­ხე­ბულ­სა­ხი­ან­მა ახალ­გაზ­რ­და ქალ­მა ჩემს პას­პორტს და­ხე­და და წა­მო­ი­ძა­ხა: "ოი, გრუ­ზი­ნი!" დო­კუ­მენ­ტის გა­დაშ­ლის გა­რე­შე მი­მი­თი­თა, ოფის­ში მი­დიო, სა­დაც დამ­ხ­ვ­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი. თან გამომ­ყ­ვა ჩე­მი თან­მ­ხ­ლე­ბი ქალ­ბა­ტო­ნიც, რო­მე­ლიც ჩემ­თან ერ­თად აპი­რებ­და რუს­თა­ვე­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე დას­წ­რე­ბას. ჩვე­ნი პას­პორ­ტე­ბი სლა­ვუ­რი გა­რეგ­ნო­ბის ქალ­ბა­ტო­ნის კა­ბი­ნეტ­ში ელა­გა. იქ­ვე იდ­გა ახალ­გაზ­რ­და კა­ცი, რო­მე­ლიც ყუ­რადღე­ბით ის­მენ­და სა­უ­ბარს და მხო­ლოდ ფი­ნალ­ში, რო­ცა საქ­მე უკ­ვე სა­ბო­ლო­ოდ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი იყო, და­ი­ლა­პა­რა­კა წმინ­და ქარ­თუ­ლით...

პირ­ვე­ლი კითხ­ვა, რო­მე­ლიც ჩე­მი ბი­ოგ­რა­ფი­ის მოს­მე­ნის შემ­დეგ და­მის­ვეს, იყო ასე­თი: ვის­თან ერ­თად იყა­ვი პირ­ველ ჯერ­ზე ის­რა­ელ­ში? ვუ­პა­სუ­ხე, ვის­თან ერ­თა­დაც ვი­ყა­ვი და იქ­ვე მი­ვუ­თი­თე, რომ მას 10-წლი­ა­ნი აშშ-ის ვი­ზაც აქვს, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს ამ­ჟა­მა­დაც. მე­გო­ბარ ქალ­ზეც მი­ვუ­თი­თე და ვთქვი, რომ მას­თან ერ­თად დავ­ტო­ვებ­დი ის­რა­ელს მე­ოთხე დღეს, თუმ­ცა, ეს არ აღ­მოჩ­ნ­და საკ­მა­რი­სი... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი