მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალ რეისებს ამატებს

მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალ რეისებს ამატებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის ეფექტურად მომსახურების მიზნით, სს ”საქართველოს რკინიგზა“ მიმდინარე წლის 23 ივნისს, თბილისი-ბათუმისა და 25 ივნისს, ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალ შემადგენლობას ამატებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” რკინიგზიდან აცნობეს, შვეიცარული კომპანია ”შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრომატარებელი რეისებს შეასრულებს ახალი განრიგით; კერძოდ, ელექტრომატარებელი №808 თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 23 ივნისს - 10:30 საათზე და ბათუმში ჩავა 15:29 საათზე. ხოლო ელექტრომატარებელი №807 25 ივნისს ბათუმიდან გამოვა 17:05 საათზე და თბილისში დაბრუნდება 22:00 საათზე.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი