როგორი უნდა იყოს ბავშვის სათვალე

როგორი უნდა იყოს ბავშვის სათვალე

ბოლო დროს თვალის ექიმთან თუნდაც პროფილიაქტიკის მიზნით მისული ბავშვებიდან უსათვალოდ თითქმის არავინ ბრუნდება. დიახ, მხედველობის პრობლემები მცირე ასაკში საკმაოდ მომატებულია და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. არაერთი კვლევა ადასტურებს, გასულ წლებთან შედარებით, დღეს ორჯერ მეტი ბავშვი სკოლაში სათვალით მიდის და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.

მიზეზი თითქმის ყველსთვის ცნობილია - ეკრანი, მობილურის, კომპიუტერისა და ტელევიზორის. მარტივი ენით რომ ავხსნათ, 3 წლამდე ასაკის ბავშვის თვალი ვერ უძლებს იმ დატვირთვას, რასაც ფერადი ეკრანი ასხივებს და რეფრაქციის პრობლემები იწყება. თანამედროვე ბავშვებს ხომ ჩვილობიდანვე "აწყნარებენ" ტელეფონსა თუ კომპიუტერში მულტფილმების ყურებით. ამ ასაკში თვალი ჩამოუყალიბებელია და ადვილად ვითარდება პათოლოგიები.

რა თქმა უნდა, სიფრთხილე და ეკრანთან ურთიერთობის შეზღუდვა მდგომარეობას გამოასწორებდა, თუმცა უკვე გამოვლენილ პრობლემებს პირველ რიგში, მკურნალობა სჭირდება, რაც ხარისხიანი სათვალის გარეშე შეუძლებელია. სწორედ აქ იწყება პრობლემები, რადგან ნამდვილად ხარისხიანი სათვალის შოვნა, რომელსაც კარგი ლინზების გარდა ხარისხიანი ცარჩოც ექნება, საკმაოდ რთულია. არჩევანი თითქოს დიდია, მაგრამ სინამდვილეში რა მასალით არის ეს სათვალეები დამზადებული, ამას ვერავინ გეტყვით. არც მხოლოდ ზუსტად მორგებული ლინზაა საკმარისი. სათვალე რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.

როგორ უნდა იყოს ბავშვის სათვალე:

• სასათვალე ლინზა არ შეიძლება იყოს მინის (მინერალური ლინზა), ვინაიდან ადვილად იმსხვრევა და შეიძლება თვალის დაზიანება გამოიწვიოს.

მინა ამასთანავე საკმაოდ მძიმეა - მძიმე სათვალე კი აწუხებს ბავშვს, აღიზიანებს კანს, იწვევს სათავლის დაცურებას, რაც არასწორი კორექციის მიზეზი ხდება.

• სათვალის ჩარჩო აუცილებლად ბუნებრივ მასალებს უნდა შეიცავდეს, უნდა იყოს დრეკადი და მსუბუქი. თუ სათვალე მძიმეა, მისი ტარება ცხვირის ძგიდისთვის დიდი დატვირთვა იქნება.

• მნიშვნელოვანია ასევე, რომ სათვალის ჩარჩო იყოს ჰიპოალერგიული. არ აღიზიანებდეს თვალს და მის მიმდებარე კანის ქსოვილს.

• სადღეისოდ ბავშვის სასათვალე ლინზისათვის ყველაზე შესაფერის მასალად პოლიკარბონატი და ორგანული მინა ითვლება, ვინაიდან გამძლეა, მსუბუქია და ჰიპოალერგიულია. იმის გამო, რომ სათვალის წონის უმეტესი წილი ცხვირის ძგიდეს აწვება, საცხვირეებიან სათვალეებში უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ელასტიურ საცხვირეებს, რათა სიმძიმე ოპტიმალურად განაწილდეს. თუ ბავშვი ალერგიულია, მეტალის ჩარჩოზე საერთოდ უარი უნდა თქვათ.

• რაც შეეხება მზის სათვალეს: ბევრს მიაჩნია, რომ ბავშვს მზის სათვალე საერთოდ არ სჭირდება. სინამდვილეში ბავშვის ბროლი იმდენად გამჭვირვალეა, რომ უფროსზე მეტად სჭირდება დაცვა. მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან თვალების სრული დაცვა შესაძლებელია ხარისხიანი მზის სათვალით. ასეთ სათველეებს აუცილებლად აქვთ შესაბამისი წარწერა: 100% UV Protection.

თუმცა გახსოვდეთ, რომ იაფფასიან მზის სათვალეზე აქცენტის გაკეთება გამოსავალი არ არის. საეჭვო ბრენდების მიერ წარმოებულმა ბავშვის სათვალემ კომფორტის ნაცვლად, შესაძლოა პრობლემები შეუქმნას თქვენს შვილს. ცოტა ხნის წინ, ქართულ ბაზარზე ახალი ინგლისური ბრენდი Zoobug-ი გამოჩნდა, რომელიც ყველა ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნას აკმაყოფილებს. ბრენდის მიერ შემოთავაზებული ოპტიკური თუ მზის სათვალეების ფართო არჩევანი მოდურია და რაც მთავარია მაქსიმალურადაა მორგებული თქვენი პატარების მოთხოვნებზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი