სიმპათიური ქართველი მორაგბე, რომელსაც გემრიელი კერძების მომზადება შეუძლია - "ხაჭაპური მიყვარს და მე თვითონაც ვამზადებ"

სიმპათიური ქართველი მორაგბე, რომელსაც გემრიელი კერძების მომზადება შეუძლია - "ხაჭაპური მიყვარს და მე თვითონაც ვამზადებ"

რაგბის თამაში 15 წლის ასაკში დაიწყო, ამჟამად კი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი - ლაშა ლომიძე ქართული სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. 2012 წელს, საფრანგეთში გუნდ "მონტპელიეს" შემადგენლობაში ჩაირიცხა, 2 წლის შემდეგ, ასევე ფრანგულ - "ბეზიერსში" გადავიდა, რამდენიმე თვეში კი ახალ სეზონს "ლონდონ აირიშთან" ერთად დაიწყებს. წარმატებული სპორტსმენი, თურმე, კულინარიისგან სულაც არ არის შორს და მარტო ცხოვრებისას, მისთვის საყვარელი კერძების მომზადებაც ისწავლა.

ოკეანისპირა სტელენბოსი და მშვიდი დასვენება სახლში

- ივნისის თვეში ნაკრების თამაშები იწყება და ამერიკაში, კანადასა და არგენტინაში გავემგზავრებით, ამის მერე კი სეზონს უკვე ახალ გუნდთან ერთად ვიწყებ - "ლონდონ აირიშთან" კონტრაქტს მოვაწერე ხელი. როცა ვარჯიშებსა და თამაშებს შორის დასვენება გვაქვს, ძირითად დროს სახლში ვატარებ, წყნარად, მშვიდად, ფილმების ყურება მიყვარს, მუსიკის მოსმენა, წიგნების კითხვა; თუ უცხოეთში ვარ, ქართულ გადაცემებს, სერიალებს ვუყურებ; სხვათა შორის, თავისუფალ დროს, კერძების მომზადებაც მიყვარს. საზღვარგარეთ, სადაც უნდა ჩავიდეთ, კვირის განმავლობაში ერთი დღე მაინც ყოველთვის გვაქვს გამოყოფილი, რომ ქალაქი, იქაური ღირსშესანიშნაობები დავათვალიეროთ. ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ჩემთვის სამხრეთი აფრიკა იყო, სადაც სამი თვე ვიცხოვრე (მაშინ 19 წლის ვიყავი). სამხრეთ აფრიკის საუკეთესო აკადემიაში სასწავლებლად გამგზავნეს. კეიპტაუნთან, ძალიან ლამაზ ქალაქში - სტელენბოსში (სტელლენბოუსცჰ) ვიყავი. ოკეანისპირა კურორტი იყო და იქ საუკეთესო დრო გავატარე. ფიჯის კუნძულებზეც მაგარი იყო. თამაშები გვქონდა, სეზონის ბოლო ტურნირი გახლდათ და გადაღლილები ვიყავით, ამიტომ ცოტას ვვარჯიშობდით და მეტს ვისვენებდით. ეს პერიოდიც კარგად მახსენდება.

გურმანი სპორტსმენი და კულინარია, როგორც თავშესაქცევი საქმე

- კულინარია და გემრიელად ჭამა ძალიან მიყვარს, გურმანი ვარ. ქართული სამზარეულო ყველაზე მეტად მომწონს და უცხოეთში ყოფნის დროს, მენატრება ხოლმე. ყველანაირი ხაჭაპური მიყვარს და მე თვითონაც ვამზადებ ნებისმიერს. საქართველოში გამომცხვარს, ვერაფერი შეედრება. ფრანგული და იტალიური ყველით ისეთი კარგი ხაჭაპური არ გამოდიოდა, როგორიც ქართული ყველით მზადდება. სუშიც მიყვარს და ამასაც კარგად ვაკეთებ. წვნიანების გარდა, თითქმის ყველა ქართული კერძი მიყვარს. ამ ყველაფრის გაკეთება როცა დამჭირდა, მაშინ ვისწავლე, დედისა და მეგობრების დახმარებით. საფრანგეთში ყოფნის დროს, სხვა გამოსავალი არც მქონდა, ახლა კი ამ პროცესით ძალიან ვერთობი. თუმცა, არც კულინარიული ექსპერიმენტები მიყვარს და არც ეგზოტიკური კერძების გასინჯვა. ხორცეულსა და ცომეულს, ბურგერებს უფრო ვეტანები...

გემრიელი და წყნარი გართობა

- ძირითადად, მე და ჩემი გუნდელები სადმე მივდივართ ან ერთმანეთს შინ ვსტუმრობთ. დიდი წვეულებების მოყვარული არ ვარ. თბილისში, მეგობრებთან ერთად ხშირად ყოფნას, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ. თამაშის მერე, ისევ და ისევ გუნდელებთან ერთად, სადმე ბარში ან რესტორანში თუ ამოვყოფ ხოლმე თავს. ჩემი "გართობა" ჭამაა (იცინის). ხმაურიანი გართობები, კლუბები აღარ მომწონს. ერთი პერიოდი ღამის ცხოვრება მიყვარდა, მაგრამ ბოლო დროს აღარ მიზიდავს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი